Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.
Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
ჩვენ ქართველებს (ღია ინფორმაციით) Ми-24В და Ми-24П ტიპის აწ უკვე მოძველებული მოდიფიკაციები.
Ми-24В ძველია ვიდრე Ми-24П მაგრამ მათ განსხვავებაზე ცოტა დაწვრილებით ქვემოთ.
Ми-24В-ის ძირითადი შეიარაღებაა:
საბრძოლო დატვირთვა - 2400 კილოგრამმდე (6 დასაკიდზე)
ერთი 12.7-მმ ოთხლულიანი მოძრავი ტყვიამფრქვევი ЯкБ-12.7 1470ცალი თავისი ტყვიით უყენია წინ ცხვირის ქვეშ.(მისი სწრაფმსროლელობაა 4000-5000 გასროლა/წუთში.
განაპირა ორ დასაკიდზე იკიდება 4 ცალი ტანკსაწინააღმდეგო ნახევრად ავტომატური (რადიოკომანდებით მართული) Штурм-В რომლის გაშვების მანძილი 5000 მეტრს შეადგენს და 600 მმ-დე ჰომოგენური ჯავშნის ექვივალენტ ჯავშანს ხვრიტავს.
4 დასაკიდზე 4 ცალი გამშვები თითოეულში ოცდათორმეტ ოცდათორმეტი (სულ 128ცალი) 57-მმ უმართავი რეაქტიული ჭურვებით С-5-ებით.
4 დასაკიდზე 4 ცალი გამშვები თითოეულში ოც ოცი (სულ 80ცალი) 80-მმ უმართავი რეაქტიული ჭურვებით С-8-ებით.
4 დასაკიდზე 4 ცალი გამშვები თითოეულში ხუთ ხუთი (სულ 20ცალი) 122-მმ უმართავი რეაქტიული ჭურვებით С-13-ებით.
4 დასაკიდზე 4 ცალი კონტეინერი (უძრავი) ორლულიანი 23-მმ ქვემეხით ГШ-23Л (ან უფრო ძველი УПК-23-250) თავისი 250 ტყვიით თითოში.
4 დასაკიდზე 4 ცალი კონტეინერი (უძრავი) ГУВ-8700 ЯкБ-12.7-თი.
4 დასაკიდზე 4 ცალი კონტეინერი (უძრავი) ГУВ-1 с 30-მმ ავტომატური ყუმბარმტყორცნით АГС-17 "Пламя".
2ცალი Р-60 ტიპის ჰაერი ჰაერი ტიპის რაკეტა.რომლის გაშვების მანძილი 200დან 10,000 მეტრამდე შეადგენს.
აგრეთვე 50კგ დან 500კგ მდე სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების თავისუფლად მვარდნი ბომბები.(ძლიერი 500კგ-იანი და 250 კგ-იანი მოცულობით დეტონირებადი პარაშუტებით)
შეუძლია მაქსიმუმ 8 ჯარისკაცის (ხაზს ვუსვამ 8 და არა 12 ჯარისკაცის) გადაყვნა.
აგრეთვე შეიძლება (გათვალისწინებულია) 4 საკაცის დაყენება დაჭრილთათვის.
Ми-24П-ით დაფრინავდა აფხაზეთში (დაფრინავდა და დედას უტყნავდა მტერს)ლეგენდად ქცეული ჯიმი მაისურაძე.მისი შეიარაღება ძირითადად იგივეა რაც Ми-24В-ისა განსხვავებაა მხოლოდ:
30-მმ ორლულიანი უძრავი ქვემეხი ГШ-30К 250ცალი ჭურვით (ტყვიამფრქვევ ЯкБ-12.7-ს ნაცვლად) უყენია ბორტის მარჯვენა მხარეს.
აგრეთვე ორ განაპირა დასაკიდზე იკიდება (ახალ გაუმჯობესებულ დასაკიდზე ოთხ ოთხი ერთ მხარეს) 8 ცალი ტანკსაწინააღმდეგო Штурм-В 4ცალის -ის მაგივრად Ми-24В-ზე.
აგრეთვე მას უყენდება დისტანციური დამნაღმველი ПФМ-1.
Ми-24П-ს ძლიერი მხარეები:
1) საკმაოდ კარგადაა დაცული. (ამ თვალსაზრისით შედარებით მოძველებული შვეულმფრენი დასავლურ თანამედროვე ვერტმფრენებსაც კი სჯობნის გარდა სამხრეთ აფრიკული რუივოლკის და ამერიკული ლონგბოუ აპაჩისა)
დაცულში მარტო შეჯავშნა არ იგულისხმება. (ამას ხაზი მინდა გაუსვა)
გარდა იმისა რომ ჯავშანითაა დაცული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კაბინა,(როგორც ქვევითა ნახევარსფეროდან ისე შუშები) ძრავები, საწვავის ავზები. უშუალოდ ჯავშნის გარდა გამოყენებულია სხვა ხერხებიც რათა გაიზარდოს მისი ბრძოლის ველზე გადარჩენის შანსები. მაგალითად საწვავის ავზები შიგნიდან დაფარულია სპეციალური ზედაპირით რომელიც ავტომატურად ავსებს პატარა ნახვრეტებს რომლებიც ახლოს აფეთქებული რაკეტების ნამსხვრევებისგან და მცირეკალიბრიანი იარაღისგან წარმოიშობა რათა არ დაუშვას საწვავის გაჟონვა, მრავალი სისტემა დუბლირებულია, რეზერვირებულია, ერთმანეთისგან დაშორიშორებულია,(რათა ერთი დარტყმით არ განადგურდნენ) არასასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემებით ეკრანირებულია უფრო მნიშვნელოვნები.
2) დიდი წონის მიუხედავად მძლავრი ძრავები (მაგრამ არაეკონომიური) ხუთხრახნიანი სქემა და საკმაოდ დიდი ფრთები(რომელებიც დამატებით საკმაოდ დიდ ამწევ ძალას ჰქმნიან. (განსაკუთრებით მაღალ სიჩქარეებზე)) მის საკმაოდ დიდ მაქსიმალური სიჩქარეს:
ჰორიზონტალურად ფრენისას 295კმ/საათში, (საკმაოდ მაგარი მაჩვენებელია)
პიკირებისას 320კმ/საათში.
ხოლო კრეისერული მაქსიმალურ სიჩქარეს 270კმ/საათში უზრუნველყოფენ.(საკმაოდ მაგარი მაჩვენებელია)
ვერტიკალური აჩქარება ზღვის დონეზე 5 მეტრი/ წამში.
სტატიკური ჭერი 2000-ს მეტრს აღწევს.
3) ნორმალური მოქმედების რადიუსი 450მდე აქვს.
4) ბორბლები და ფრთები(რომელებიც დამატებით ამწევ ძალას ჰქმნიან) საშვალებას აძლევენ ბეტონკიდან (მომზადებული ასაფრენ დასაფრენი ბილიკი) თვითმფრინავივით გაქანებული აფრინდნენ და შესაბამისად ნაწილობრივ გაიუმჯობესონ პრქტიკულ მაქს. საბრძოლო დატვირთვა. "ასები" (ყველაზე მაგარი პილოტები) ასეთ ტრიუკებს (ცალ წინა ბორბალზე დაყრდნობით გაქანება და ისე აფრენა) მოუმზადებელი ასაფრენ დასაფრენი ბილიკიდანაც აკეთებენ. მაგალითად თუ გინახავთ ჩვენი "შამილა" სვანეთში როგორ ფრინდება ხოლმე. დახრის ცხვირს წინ, ერთ ბორბალს დაეყრდნობა და ენერგიულად ფრინდება. ახალბედა გამოუცდელი მფრინავი ამას ვერ გააკეთებს (მაგარი სარისკოა) რა თქმა უნდა თორე ოდნავი უზუსტობა და წინა "შასი" ფა ფუ. ასეთი აფრენა უბრალოდ ეფექტური ტრიუკი კი არა მაქსიმალური დატვირთვის გასაზრდელადაა.
5) ბორბლები ფრენისას ეკეცება და შესაბამისად უუმჯობესდება აეროდინამიკა. (განსაკუთრებით მაღალ სიჩქარეებზე)
6) საერთოდ Ми-24П-ს როგორც დიდ ვერტმფრენს დიდი ტვირთამწეობაა აქვს.
7) Ми-24П-ს 30-მმ ორლულიანი ქვემეხი ГШ-30К საკმაოდ ძლიერია საიმისოდ რომ დიდი დისტანციიდან (უფრო დიდი დისტანციიდან ვიდრე შილკა და “Игла-М”-ი ჩამოიღებს მას. დე-შე-კა ზე აღარაფერს ვამბობ.)ნებისმიერი მოწინააღმდეგე (კარგად დაცული ტანკის გარდა) გაანადგუროს.
8) Ми-24П-ს შეიარაღებაში მყოფი Штурм-В-ეც ძალიან სერიოზული იარაღია და ამერიკულ "ტოუ"-სა და ევროპულ "ჰოტ"-ებს სჯობნის სიშორით. მოხვედრის ალბათობით (60-80% ზე მეტი) არ ჩამოუვარდება მათ. ხოლო ჯავშანგამტანობით ჩამოუვარდება მხოლოდ მათ ("ტოუ"-სა და "ჰოტ"-ების) ბოლო უახლეს ტანდემურ-ქობინიან მოდელებს თუმცა უმეტესობა მიზნების (გარდა დინამიური დაცვის მქონე ტანკებისა) თავისუფლად ანადგურებს .
9) Ми-24П-ს შეიარაღებაში მყოფი 80-მმ უმართავი რეაქტიული ჭურვი С-8ის სხვადასხვა მოდელი საკმაოდ დიდ მანძილზე მიდის, 2000-4,500 მეტრამდე რაც საშვალებას აძლევს მას უფრო დიდი მანძილიდან (თუ გამონაბოლქვის ეკრანირების მოწყობილობა უყენია. ამაზე ქვემოთ ვწერ) დასცხოს მტერს ვიდრე შილკებს და “Игла-М”-ს შეუძლიათ იგი "ჩამოიღონ". С-8 საკმაოდ ძლიერია, ეფექტურია (მათ შორის აქვს მოცულობით დეტონირებად პრინციპზე აგებული მოდელები) და 80ცალი ასეთი ნურსი რომ მიაქვს Ми-24П-ს ეს მაგარი ძალაა.(დასავლეთში ყველაზე გავრცელებული 70-მმ უმართავი რეაქტიული ჭურვი "ჰიდრა" С-8-ას ზოგიერთ მოდელს ჩამოუვარდება სიშორით და ეფექტურობით.)
10) შეგახსენებთ რომ Ми-24П-ს (როგორც Ми-24В-ეს.) უყენდება სპეციალური მოწყობილობა რომელიც ძრავების ცხელ გამონაბოლქვს ურევს ჰაერს და ამით აგრილებს მასს.(ამცირებს ინფრაწითელ სიგნატურას) ამგვარად ყველაზე სრულყოფილი რუსული გადასატანი საზენიტო რაკეტა “Игла-М”-იც კი რომლის მაქსიმალური სროლის სიშორე 4750 მეტრს აღწევს Ми-24П-ს თავისი სითბური ქობინით 2,500 მეტრის იქეთ ვერ იჭერს, ვერ ხედავს იმდენად სუსტია სითბური გამოსხივება! ( თუმცა სამწუხაროდ სატელევიზიო კადრებიდან ჩანს რომ ჩვენ ვერტმფრენებს ეგენი ჯერ არ უყენიათ)
11) Ми-8 სთან და იროკეზთან შედარებით ოდნავ პატარა (სპეციფიური) ხმა აქვს.
თვით კაბინაში კი არაჩვეულებრივი (ვერტმფრენისთვის)სიჩუმეა და არის ვენტილირების და წნევის კონტროლის სისტემა (რაც განსაკუთრებით მაღალ სიმაღლეზე ფრენისას ძალიან მნიშვნელოვანია)
12) ხანდახან უპირატესობად (ძაან საეჭვო უპირატესობად მაგრამ ხანდახან შეიძლება ეგეც გამოადგეს.) შეიძლება ჩაითვალოს ის რომ 8 ჯარისკაცის ან 4 საკაცის დაჭრილის გადაყვნა შეუძლია.
13)აქვს მოდერნიზების საკმაოდ დიდი რესურსი. ებრაელებს (როგორც ყოველთვის) მაგათი და-"აპგრეიდებ"-ის კარგი პროგრამები აქვთ.
14) მათი და-"აპგრეიდებ"-ა და მიმდინარე თუ კაპიტალური რემონტი ძალუძს 31-ე ქარხანას.
15) ჩვენ პილოტებს იგი კარგად აქვთ ათვისებული. (ასებიც გვყავს)
16) ალბათ ყველაზე მთავარი კოზირი: იაფია ვიდრე ყველა სხვა საბრძოლო ვერტმფრენი რომელიც კი ოდნავ უახლოვდება მას ეფექტურობით.
სუსტი მხარეები:
1) დიდი და შედარებით მოუქნელია.
2) დიდი ხნით ჩამოკიდება არ შეუძლია.
3) პირველი ორი სისუსტე განაპირობებს იმას რომ არ შეუძლია დაბალ და ძალიან დაბალ (ხეებს შორის)სიმაღლეებზე უსაფრთხოდ ფრენა და ჩასაფრებების მოწყობა!!!
4) ღამით და ნებისმიერ ამინდში ფრენის უნარი შეზღუდული აქვს. (თუმცა ეს აღმოფხვრადია)
5)Ми-24П-ის 30-მმ ორლულიანი ქვემეხი ГШ-30К მართალია ძალიან ძლიერია მაგრამ უძრავია და მანევრირების მეშვეობით უნდა დაუმიზნო ეს კი შორიდან არც ისე ადვილია. ასე რომ ის შორიდან არა საკმარისად ზუსტია (ვითომ ამის კომპენსაცია სწრაფმსროლელობაა მაგრამ აქ კიდე ერთი ნაკლი აქვს 250ცალი ჭურვიც საკმაოდ ცოტაა) ახლოდან ცეცხლი კი შვეულმფრენისთვის საშიში იყოს თანაც ამ დროს პილოტმა იმაზე იფიქროს ქვემეხი საით მიუშვიროს თუ მოწინააღმდეგის ცეცხლს თავი (შვეულმფრენი) ააცილოს?
ამავე დროს Ми-24В-ის 12.7-მმ ოთხლულიანი ტყვიამფრქვევი ЯкБ-12.7 კი მოძრავია მაგრამ ძალიან სუსტი.(სწრაფმსროლელობა და ტყვიების მარაგი კარგი აქვს სიშორე და დაზიანების მიყენების ეფექტი კი ძალიან ძალიან ცუდი) თანაც ის ჯოისტიკით იმაღთება მაშინ როდესაც კობრაზე (თანაც არა მარტო ბოლო მოდელებზე არამედ ძველ მოდელებზეც) აპაჩზე და ბევრ სხვა თანამედროვე საბძოლო შვეულმფრენზე ქვემეხი იმართება პილოტის "შლემის" მეშვეობით. საითაც შეატრიალებს მფრინავი თავს იქით ტრიალდება ქვემეხიც. მოკლედ რასაც უყურებს იმას ესვრის.შეუძლია მარჯვნივ მოუხვიოს შვეულმფრენით და ამავე დროს გაიხედოს მარცხნივ და იქეთ ისროლოს. მაგარი მოსახერხებელია!!!
6) 57-მმ უმართავი რეაქტიული ჭურვები С-5-ები არი ნაგავი გინდ გქონია გინდ არა "ვერაფერს" ზიანს ვერ აყენებს პატარა მანძილზე მიფრინავს და ასე შემდეგ. აფხაზეთში ნაომარი ნაცნობი მიყვებოდა სახლს რო ხვდება С-5-ი РПГ-7-ზე ნაკლებ ზიანს აყენებსო მოკლედ მოძველებული და არა ეფექტური ყლეობაა. მე რომ ვიყო სულ ამოვიღებდი შეიარაღებიდან (რუსებმა ასეც ქნეს და მას მხოლოდ სავარჯიშოდ იყენებენ)
7) 122-მმ უმართავი რეაქტიული ჭურვები С-13-ები ძალიან მაგარი და ეფექტურია მაგრამ მისი გაშვებას მხოლოდ ასები ბედავენ.(თანაც ძაან ცოტა გვაქვს) საქმე იმაშია რომ იმხელა გამონაბოლქვი აქვს რომ ძრავში მოხვედრისას (ეს ხშირად ხდება)პომპაჟს (ითიშება ძრავი ან ძრავები) იწვევს და შეიძლება ავარიულად ჩამოვარდეს. მფრინავები ვერ იტანენ ამ რაკეტას იმიტომ რომ ძალიან ხშირად მისი გაშვება კატასტროფის მიზეზი გამხდარა.
8) ის "ვითომ პლიუსი" რომელიც Ми-24-ს აქვს სადესანტო განყოფილების სახით სინამდვილეში საბრძოლო შვეულმფრენისთვის დიდი მინუსია. ის (სამედიცინო, ფარმაცევტული ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ) გვერდითი მოვლენაა და არა დაგეგმილი და სასურველი რამ. ( Ми-24-ი ხომ Ми-8-ის ბაზაზე შეიქმნა და დიდი მცდელობის და მიუხედავად მაშინ მაინც ვერ მიშორეს ეს ზედმეტი ტვირთი. ამით Ми-24-ი ვერც "შავი ქორი"-ვით სრულყოფილ მრავალმიზნობრივ შვეულმფრენად ვერ იქცა და ვერც სუფთა დამრტყმელ შვეულმფრენად დარჩა. მოკლედ კომპრომისია რაა... (თუმცა ხანდახან ათასში ერთხელ გამოსადეგი)
9) შემდეგი მისი მინუსია მოძველებულ კონსტრუქციაშია. მი-24-ებს ხომ ფრენისას ბორბლები ეკეცებათ და რომც არ ეკეცებოდეთ (ბოლო რუსულ მოდელში ასეც არის)
ისინი მას ვერ დაიცავდნენ ჩამოვარდნისას.
მაშინ როდესაც ამერიკულ აპაჩს, იტალიურ მანგუსტს, რუსულ ნაჩნოი ახოტნიკს, ფრანკო-გერმანულ ტაიგერს,სამხრეთ აფრიკულ რუივოლკს, თუნდაც ამერიკულ მრავალმიზნობრივ "შავ ქორს" წინ ორი დიდი ბორბალი და "მოშნი სტოიკები" აქვთ რომლებიც ჩამოვარდნისას ენერგიას შთანთქავენ. (მათ დეფორმირების სპეციალური ზონები აქვთ) 24ები ისევე როგორც KA-50 შავი ზვიგენები და "ლიჟებიანი" კობრები ასეთ შემთხვევებში თითქმის მთელ დარტყმას კორპუსსზე იღებენ და ხშირად უბრალოდ იშლებიან.რაც მთავარია ეს მთავრდება ლეტალურად მთავრდება პილოტებისთვის.
10) ორის მაგივრად სამი პილოტი.(თუმცა ეგ როგორც წესი ფიქციაა)
11) საწვავს სვავს კი არ წვავს.