Piczo

Log in!
Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.

Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
Ok, I got it
წავედით რაჭაში
GAUMARJOS RACHVELEBS
MORE
                                                                    რაჭა

1. მთის რაჭის გეოგრაფიულ-ისტორიული მიმოხილვა

მთის რაჟა მდებარეობს მდინარე რიონის სათავისა და გლოლის ან ჭანჭახის წყლის შორის. იგი მოქცეულია კავკასიონის მთავარი ქედისა და შოდა-კედელას ქედს შორის და თავისი საშუალო სიმაღლით 3800 მეტრს აღემატება ზღვის დონიდან. მთის რაჭა შემოზღუდულია მაღალი მთებით: ფასის მთა—3787 მეტრი, გეზე—3870 მეტრი, ლაბო და წითელი—4317 მეტრი, წიხვარგა—4137, ბურჯულა—4356, შოდა—3607 მეტრი და სხვა.

აქ წლის განმავლობაში ცივი ამინდებია (წლის საშუალო ტემპერატურა 50-ია, ზამთარი კი ძლიერ ცივია და თოვლიან-ყინვებიანი. იანვრის ტემპერატურა (-120)-დან (-180)-დე, გაზაფხული გვიან დგება, შემოდგომა ადრე. ზაფხული გრილია და მოკლე.

მთის რაჭა შეიცავს ღებისა და გლოლის თემს და შესდგება სამი სოფლისაგან: ღები (1500 მეტრი), ჭიორა (1500 მეტრი) და გლოლა (1400 მეტრი).

შემთხვევითი ხასიათის აღმოჩენები, რომლებსაც ადგილი აქვთ მთის რაჭაში, აშკარად უჩვენებენ, რომ ღებში, ჭიორასა და გლოლაში ადამიანს უცხოვრია ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში, რამდენიმე საუკუნით ქრისტეს წინ. მხოლოდ მძივები და ერთის ბრინჯაოს სამაჯური ინახება საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიურ განყოფილებაში №18—26&1. შემდეგ, ფრიად საყურადღებოა აგრეთვე 1928 წელს სოფ. ღებში, ადგილ „შოშეთში“ აღმოჩენილი ბრინჯაოს ბალთა, რომელიც მიცვალებულს წელზე ჰქონია.

არქეოლოგიური თვალსაზრისით საყურადღებო, აგრეთვე, ჭიორის მიდამოში მდებარე ადგილი „შხროლი“, სადაც ჩნდება უფრო გვიანდელი დროის, ქრისტიანობის ხანის, სხვადასხვა ნივთები და სამკაულები. ერთი სიტყვით, ამ მცირეოდენი არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით მაინც ირკვევა, რომ მთის რაჭა უძველესი დროიდან დასახლებული ყოფილა, მაგრამ ამ მოსახლეობის ვინაობის გამორკვევა ჯერჯერობით მეტად ძნელია. მხოლოდ შემდეგში, როგორც ეს ისტორიული ცნობებიდან და გეოგრაფიული სახელების ნომენკლატურიდან ირკვევა, დღევანდელი მთის რაჭის ტერიტორიაზე სვანური მოსახლეობა გავრცელებულა და კავკასიონის მთელი ეს კუთხე XV საუკუნის პირველ ნახევარში სვანეთს ჰკუთვნებია.

რაჭული მოსახლეობა დამკვიდრებულა უმთავრესად სამ სოფელში: ღებში, ჭიორასა და გლოლაში, სადაც დღესაც ბინადრობენ.

სვანური ყოფის დამასახიათებელი ძველი ნაშთები დღეს აქ უკვე მოსპობილია, დარჩენილია მხოლოდ ერთი სვანური, „მურყვამის“ ტიპის კოშკი სოფ. ღებში, რომელიც გამოყენებულია სამლოცველოდ და ეწოდება „დედა ღვთისა“. ამასთანავე, გამქრალია სვანური ადათ-ჩვეულებების და რწმენის ნაშთებიც. აღსანიშნავია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ მიუხედავად ისტორიულ მოვლენათა ამ ფაქტისა, ჩვენ აქ არ ვხედავთ ორი ყოფის—სვანურისა და რაჭულის—გადაჯვარედინებას და არც მათ ასიმილაციას. რაჭველებს, დროისა და ადგილის მიუხედავად, დღემდე დაუცავთ წმინდა რაჭული კილო, ყოფა-ცხოვრება და რწმენა.

კავკასიონის მთავარ ქედსა და შოდა-კედელას ქედს შუა მოქცეული მთიულეთის რაჭის ფეოდალების ხელში გადასვლიდან ღებში, ჭიორასა და გლოლაში ვრცელდება რაჭული მოსახლეობა და სვანურის ნაცვლად მყარდება რაჭული ყოფა-ცხოვრება. ამ ხეობის გარშემო ითხზვება ახალი მითები და თქმულებები, რომლებსაც რაჭველი მოხუცები დღესაც შთაგონებით მოგვითხრობენ. მაგალითად, გლოლას 1(გლოლა სვანურად   „გლოლაი“ ნიშნავს ჩამოწოლილს ან მოფერდო ადგილს) შესახებ ხალხში ასეთი გადმოცემა არსებობს:

მთიელებში მოგზაურობის დროს ერთხელ თურმე თამარ მეფეს, ხალხური გადმოცემის მეორე ვერსიით დავით მეფეს   (იხ. ე. ვაშაკიძე, რაჭა, „ივერია“, 1902 წ. №177), სოფ. სამაროვანში შეუსვენია, გლოლიდან ათი ვერსის მანძილზე. სამაროვანიდან გამომგზავრებისას თამარს მოუკითხია საბალახოდ გაშვებული ჯორები. მეფის მხლებლებს ბევრი ძებნის შემდეგ მათი კვალისთვის მიუკვლევიათ, დასდევნებიან და გლოლას ჩასულან. აქ ჩიჩხვის მთის ძირში დაკარგული ჯორები უპოვიათ, რომლებიც თურმე მჟავე წყალს—„ვეძას“ სვამდნენ. მეფის მხლებლებს ეს მჟავე წყალი ძვირფასი აზარფეშით მეფისათვის მიურთმევიათ. თამარს მოუსურვებია ამ წყაროს ნახვა და თავისი ამალით გლოლას ჩასულა. მას ძლიერ მოსწონებია გლოლის არემარე და უბრძანებია აქ ეკლესიის აშენება, მაგრამ რადგანაც ეს ადგილი სრულიად უკაცრიელი და ტყით დაბურული ყოფილა, ამიტომ საჭირო გამხდარა ეკლესიის მეთვალყურედ ვინმეს დატოვება. ამის შესახებ თამარი თავის ამალას შეკითხვია, თუ ვინ მოუსურვებდა აქ დარჩენას. დუმილის შემდეგ ერთ ბერს მისთვის მოუხსენებია, თუ ცოლის შერთვის ნებას მიბოძებ, მე დავრჩებიო. თამარს ბერისათვის ამის ნება მიუცია. ბერთან დარჩენილა მისივე ბიძა და ერთი მოსამსახურე ბიჭიც. ხალხური გადმოცემით, ამ სამი პირისაგან შემდეგ სოფელი გლოლა მოშენებულა, რომელთა შთამომავალნი იქ დღესაც ცხოვრობენ. მაგალითად, ბერისაგან წარმოშობილა ბერიშვილები, ბერის ბიძისაგან—ბიძაშვილები და ბიჭისაგან—ბიჭაშვილები.

სოფელ ღების (ღები—სვანურ. „ღებ“—ნიშნავს ჩაღრმავებულ ადგილს) დაარსებას ხალხური თქმულება მიაწერს ლეჩხუმიდან გამოქცეულ ვიღაც მღებავს, რომელსაც თურმე იქ კაცი შემოკვდომია და მთის რაჭაში გახიზნულა. მას აქეთ ხელი მიუყვია თვისი ხელობა-მღებრობისათვის და ამ სოფელსაც ღები დარქმევია. შემდეგ ღები სხვადასხვა მხრიდან გადმოსახლებული გვარებით მოშენებულა. პირველად აქ უნდა გადმოსახლებულიყო ჩვეშოდან ლობჯანიძეების წინაპარი ხოშიტა ლობჯანიძე, რომელიც დაბინავებულა რიონის მარჯვენა მხარეზე და თავისი კოშკიც აუშენებია.

რაც შეეხება სოფელ ჭიორას, ხალხური თქმულების მიხედვით, ის უფრო გვიან უნდა იყოს დასახლებული. თავდაპირველად ჭიორელებს ფასის მთის იქით თურმე უცხოვრიათ. აქ მათ თათრები (ჩრდილოეთის ტომები) მეტისმეტად ავიწროებდნენ. ამიტომ ჭიორელებს ღებელებისათვის უთხოვიათ ღების ფარგლებში გადმოსახლების ნებართვა. ღებელებს მათთვის „სარჩევი“ მიუციათ, თუ სად გსურთ დასახლებაო. ჭიორელებს თურმე ის ჭალა უთხოვიათ, სადაც ბევრი „მწიორი“ ბუდებულა (მწიორს აქ უწოდებენ: მელას, კვერნას, კურდღელს, თრითინას და სხვა ამგვარ ცხოველს). ღებელებს მათთვის ეს ადგილი დაუთმიათ და სოფელსაც აქედან ჭიორა დარქმევია.

ქართველი მთიელისათვის მუდამ საზიზღარი იყო ბატონყმობის მახინჯი ფორმა და ამიტომ ის მას გააფრებით ებრძოდა. მებატონეებისაგან ხიზნულმა ყმებმა შეერთებული ძალით დაიწყეს კავკასიონის ამ ქედში შემოჭრილი რაჭის ფეოდალების წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიც იყვნენ, სხვათაშორის, არიშიძენი. მებატონე არიშიძენი თურმე მეტად ავიწროვებდნენ ღებელებს საბეგრო გადასახადებით და ყმური სამსახურით. ბოლოს ისე გაკადნიერებულან, რომ „პირველი ღამის უფლებაც“ მოუპოვებიათ. ამას მთელი ღები აუღლვებია, ხალხმა თურმე პირი შეკრა და გადაწყვიტა მოძალადე მებატონეების ამოხოცვა.

თავისი ეს გმირული თავგადასავალი ხალხს გაულექსია, რომელსაც ფერხულის—„ფერხისას“ შესრულების დროს ღებელები დღესაც მღერიან:

აი ეს ლექსიც:

პირველ საყმონი ვყოფილვართ

ჩვენ ორის ბატონისაო,

ორთა ძმათ არიშიძეთა

ნუ სწყალობს პირი ღვთისაო;

არ ნაზოგავან ქვრივ-ობოლთ,

ცოლებს ნართმევენ ყმებსაო,

არ შინებიათ ცოდვისა,

არც ნაკითხავან ღმერთსაო.

ღმერთმა ულხინოს ზვიადას,

ზვიადას ლობჯანიძესო,

არ დაილევა შენდობა,

სანამ მზე მიწას უმზერსო.

დიდხანს ყოფილა ზვიადა,

რომ არ შეერთო ცოლიო,

ზიზღის თვალით ნაყურება,

ცოლს რომ ნართავა ყოვლიო.

ზვიადას უთქვამს: „ღებურნო,

მიკვირს რატომ არ გრცხვენიანთ,

რომ ამდენი ბიაბრობა

ბატონთთვის შეგირჩენიათ!

ჯვარს იწერთ, ცოლები მოგყავთ,

უწინ ბატონთან მიგავთო;

გამხდარხართ დედაკაცები,

მათი ჩიქილით დახვალთო.

კაცი უნდა კაცი იყოს,

არ ჰგავდეს ბებრუცენასა,

არ იკრუნჩხოდეს შიშითა,

ფეხ-ქვეშ არ ეგოს ყველასა.

დროა, პასუხი გავსცეთ მტერს,

ბატონთ დავარტყათ მეხიო,

ამიერიდან მათ თესლსა

ამოუწმინდოთ ფეხიო,

ხომ კარგად იცნობთ გაგნიას,

ბატონთა მოურავსაო.

დავქრთამოთ, დავასაჩუქროთ,

მტრებს ის ჩაგვიგდებს ხელსაო,

სანადიროს წამოიყვანს.

ჩვენ ჩავესაფრნეთ ხევსაო,

ჯაღა შვილდები ვესროლოთ,

თავი ვაცნობოთ მტერსაო“.

ღებურთა ახალ ვაჟათა

ზვიადას დასცეს დასტური;

დაიპატიჟეს გაგნია;

მიართვეს ღვინო და პურია.

შეზარხოშებულ მოურავს

ღებურთა უთხრეს ყოველი,

უანგარიშო აჩუქეს,

ფიციც მოსთხოვეს ცხოველი.

გაგნიამ უთხრა: „ხვალ დილას

წამოვალთ სანადიროსა,

ღამე იქნება, რომ მოვალთ,

წინ ჭალის ხიდის ბოლოსა;

წინ ჭალის ხიდის კურტმებში

მზად დაგხვდით ჩასაფრულები,

წინეთ მე შევალ ხიდზედა

არ აგიჩქარდეთ გულები.

არვინ მესროლოთ ისარი,

არ წაიწყმიდოთ სულები!

ჩემს უკან ვინც დაინახოთ,

ჰკა იმათ მწვავე ისრები.

არ დაზოგოთ მოსაკლავად,

ორთავ დასჭერით კისრები,

შეიარაღდნენ ღებურნი,

გასწიეს წინ ჭალისკენა,

გაგნიაც დაფიქრებული

გაეშურა შინისკენა.

ღამე ყოფილა, მისულა,

გაგნია ბატონის სახლში,

წამდგარა ბატონების წინ,

უთქვამს: „წამობრძანდით მთაში,

ამბობენ, თურმე ნადირი

ურდოდ დადის საჯიხვეში,

არ იქნება მონადირემ,

რომ არ მოკლას ოთხი დღეში.

ხელი შევავლოთ შვილდ-კაპარჭთ,

წვერი ულესოთ ისრებსო,

სიზმარიც ვნახე მისთანა,

რომ ბლომად დავხოცთ ჯიხვებსო“.

ბატონთა უთხრეს მოურავს:

„წავიდეთ, ჩემო გაგნია,

მაგრამ რა ვქნათ, გვეშინია,

სიზმრებმა სულ გადაგვრია“.

ერთმა სთქვა: სიზმარი ვნახე,

მე ვსტიროდი არა ცრემლით,

ვკნესოდი, სული მიწუხდა,

გული სდუღდა მღელვარებით,

ამერია თავში ტვინი,

სასიკვდილოდ მივიწურე,

მუჯირას ვებჯინებოდი,

შემაგრება მოვისურვე;

მაგრამ მესროლეს ისარი,

ისარი მოშხამულიო,

სიცოცხლის დღე დამიმწარეს,

გლახ დამიკოდეს გულიო.

ეს ვნახე, ჩემო გაგნია,

მე წუხელ სიზმარშიდაო

და ამიტომ წასვლას ვიშიშვი,

დღეს სანადიროდ მთაშიო.

„ბატონო, ნება მიბოძეთ,

ახლავ აგიხსნათ სიზმარი,

სულ ჭეშმარიტს მოგახსენებ,

თუ მწამს დღეის წირვის ზარი.

ბლომად დახოცავთ ჯიხვებსა,

ჯიხვებსა შავის კლდისაო,

ზურგს ავიკიდებ მძიმე ტვირთს,

მოკლულსა ნადირისაო.

დაღლილნი, დაქანცულები,

მუჯირებს დავებჯინებით,

სვენებ-სვენებით წამოვალთ,

შინისკენ გავეშურებით.

ეს გახლავთ თქვენი სიზმარი,

ცხადი, ნამდვილი, მართალი,

და თუ ეს ასე არ ახდეს,

მომთხარეთ მარჯვენა თვალი.

დაუჯერეს ბატონებმა,

მიჰყვნენ გაგნიას რჩევასა,

თითო ფარფალა დალიეს,

მთვარეში გაუდგნენ გზასა,

ხევს ჩასაფრულნი ღებურნი

ელიან არიშიძეთა;

მოჭიმული მშვილ-ისრები

ყველას მზად უჭირავს ხელთა.

გათენებისას მივიდნენ,

არიშიძენი ხევზედა,

ღებურნი რომ დაინახენ,

ღიმი მიუათ პირზედა,

ზვიადა ეტყვისთ, ბიჭებო,

არ დამრთოთ ჭირი ჭირზედა,

ყველანი მარჯვედ იყვენით,

მჯავრი ვიყაროთ მტრებზედა.

ჭირათ უქციოთ ბატონებს,

რაც ლხინი ნახეს ჩვენზედა,

სულები დავართფხობინოთ,

აქავე ბოგირ ხიდზედა.

ეს სთქვა ზვიადამ და უცფად

შეიქმნა ისართ გრიალი,

ერთბაშად დასცეს კიჟინა,

მოისმა ღებურთ ღრიალი:

„ჰარია არიშიძესაო,

ისარი ქარქაშს ძევსაო,

თუ ბატონობა მოისპოს,

დარჩეს ლობჯანიძესაო.

მოჰკლეს უფროსი ბატონი;

უმცროსიც დასჭრეს ფერდსაო,

რივნის მორევში ჩავარდა,

შველა შესთხოვა ღმერთსაო.

ცურვით წყალს აპობს, მიღარავს,

თავსაც არიდებს ქვებსაო,

უკან ღებურნი მისდევენ,

ირსებს ესვრიან ბევრსაო,

მაგრამ არცერთი არ ხვდება,

სანამ არ მივა ღებსაო.

სოფელს ღებს, რიონს პირად,

მაღლა გორაზე სახლი სდგას,

გარს გალავანი არტყია,

აქ ძვირად ნახავთ ამის ფარდს.

ამ სახლში მდგარა გულითად,

გვარად გავაშელაშვილი,

ავად ყოფილა საბრალო,

საბრალო დედ-მამის შვილი,

სახლში შეუდის დიაცი

და ეუბნება გულითადს:

„ნატაი მითხრა, რა უნდათ

დღეს რიონის პირს ამდენ ხალხას,

ურდოთ მოსდევენ ბიჭები,

თითქოს ეძებდნენ რისმეს კვალს.

გულითად, როგორც მისანი,

მიხვდა დიაცის სიტყვასო,

უთხრა, ამწიეთ, გამიყვათ,

ამ ჩელტის ბეგის პირსაო,

ხელთ შვილდ-ისარი მომეცით,

ისარი მოღერილიო,

ვესროლო, წუწკსა მცურავსა,

გავაფრთხობინო სულიო,

მე ვიცი ღებურთ ბიჭები

ვისაც მოსდევენ წყალშიო,

ამწიეთ, ჩქარა ამწიეთ,

გამიყვათ მალე კარშიო.

ასწიეს ჩელტის გულითად,

ბეგის პირს გაიტანესო,

შვილდ-ისარი და კაპარჭი

მიართვეს, მიუტანესო,

უცბად მოსწია შვილდ-ისარს,

გახდა რივნისკენ შხუილი,

დასჭრა მცურავი ბატონი,

დააწყებინა ღმუილი.

შენი ჭირიმე, გულითად,

რომ კიდევ გერჩის ღონეო,

მოგვიკალ მტერი მესისხლე,

სახელი მოიფინეო.

გამართეს ღებურთ მეჯლისი,

ღვინო დალიეს ბევრიო.

გულითადიც ადღეგრძელეს,

ქება შეასხეს ბევრიო“.

მაგრამ გარდა იმ მებატონე ფეოდალებისა, მთის რაჭველებს აწუხებდნენ აგრეთვე მეზობელი მთიელებიც, რომლებიც ქურდულად გადმოდიოდნენ უღელტეხილების ციცაბო ბილიკებით და მათ სოფლებს ესხმოდნენ. ერეკებოდნენ ჯოგებს, ტყვეებს და ნაძარცვი ნადავლით ისევ უკან გარბოდნენ.

დიგორსა დასხდნენ ვაზირნი,

რჩეულნი ბადელუანი;

მთანი და მთანი ავწონოთ

სავალად კირტიშუანი.

ქვაციხეს რომ ჩამოვიდნენ,

გზანი დაუხვდათ წყლიანი;

წინ ივანე შეეფეთათ,

გამბედავი, ძალუანი;

ფიცხალ შინისკენ გაბრუნდა,

ვით შევარდენი ფრთიანი,

ციხისა დუროს შეიჭრა,

მაღლა დაიწყო ხმიანი:

ვაჟებო, ფრთხილად იყავით,

საქმეა ღალატუანი.

დილა გათენდა მზიანი,

ლაშქარსაც გახდა ხმიანი,

გაელაშქრნენ საომრათა,

მტერს მისცეს დიდი ზიანი.

გამყრელიძესა აქებენ,

რომელს იესე ჰქვიანო,

ქართული ხმალი გასტეხა,

სისხლი ყუასა სცხიანო;

ოსებსა ხოცვა დაუწყეს,

ჯირკვებივითა ჰყრიანო.

სამარეც აღარს აღირსეს,

ღორის ნათხარში ჰყრიანო.

გაჯობდა ჯანხოტის შვილო,

არ ასტეხოდე ღებსაო,

გეჭამოს ოსის ქარჯინა,

გამოდგომოდე თხებსაო.

დიგორელებთან ომის შემდეგ ივანე ქვაციხისელი მალე მომკვდარა, რომლის შესახებ ასეთი ლეგენდაც არსებობს: ერთხელ, შემოდგომის პირზე, ივანე ჯიხვებზე სანადი წასულა თავისი ძაღლი „ყურშათი“. თანაც საგზალი თურმე შემოელია და შიმშილისაგან სული ძვრებოდა.

შავო ყურშაო, ყურშაო

შავო და შავის დღისაო,

შავს დღეზე დაბადებულო,

შენ შავის პატრონისაო!

როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, დასავლეთით რაჭის მთიულეთს სვანები მტრობდნენ.

სვანსა ჯამათას ამბობენ,

ძლიერ მტრობდა ღებსაო,

კარი-კარ დაუვლიდა

უშგულიას ხალდეშლებსაო.

წავიდეთ გორის ბოლოს,

დაუხვდეთ ღებელებსაო,

თხის ტყავები გადაჰყარეთ,

ჩოხებს ვიშოვნით ბევრსაო.

გამოელაშქრნენ სვანები,

ი გორის ბოლოს მთასაო,

ეს ღაღაშვილი ნინიაც

რაკაი ბიჭი თქვენსაო,

გორის ბოლოს დანდირობს,

დაჰყარაულობს წვერსაო.

ჯამათს რომ დაინახავს,

გულში ჩაიკრავს ხელსაო:

მიდის და ღებელთ ახარებს,

ჯამათ გდია ჩვენსაო.

ე, რომ შეიტყვეს ღებურთა,

ქვე შეუტევეს მტერსაო,

გორი ბოლოში მივიდნენ,

იქ ერთი რჩევა ქნესაო.

უნცროს-უნცროსი ბიჭები,

მეწვერედ გაგზავნესაო,

უფროს-უფროსი კაცები

მეძირედ დატოვესაო.

პაიჭაშვილი ოთუკა

იმედს აძლევს ბევრსაო,

თუ დავინახოთ მტრებიო,

ფიცხლად მივცვივდეთ მასაო.

თამაზიკიანთ დევლეთა,

ვერცხლის თოფს უსვამს ხელსაო,

თუ ჯამათა დავინახე,

მე მოუსისხლამ გრვედსაო.

ე ჯაგოშვილი გოგია,

კბილითა ჰყრიდა ცეცხლსაო,

ნუ გეშინათ, ბიჭებო,

ფიცხლად მივცვივდეთ მტერსაო;

შალიკიანთი თვალია,

არბებს ევლება წვერსაო,

ე გამყრელიძე ედუკა

ეფარებოდა ქვებსაო.

შახუნაშვილი ქუჩუკა,

გვერდზე უქნევს ყე ხელსაო,

ყაწილაშვილი ტატუა,

გვიან მიადგამ ფეხსაო.

კამეჩიშვილი პაჩელა,

ოთხს ერთად დააწვენსაო,

ქეხსურაშვილი ბარუკა

ტყეებს შაუკრავს ხელსაო.

თავ-გადაქაჩულ ჯამათას

შიშისგან სული ძვრებაო,

შეურცხვა მოწიფულობა,

ბაძგებში უკუ ძვრებაო.

ჯამათა გახტა ფარშია,

ფერდში ფინთიხი ხვდებაო,

სისხლი გადადის ღვარითა,

სვანი ჯამათა კვდებაო.

ეს იმიტომ, ჯამათაო.

არ გაგვიშვი მგზავრათაო,

წაგვართმევდი ჩოხა-ნაბადს,

დაგვადებდი ვალადაო.

გორის ბოლოში ჩავიდნენ,

ჯირითიც გაწაფესაო,

თევრეშოს რო გამოვიდნენ,

აღლუმიც აუშვესარ!





2. ეკოგომიკური მდგომარეობა



ბუნების სიმშვენიერესთან ერთად რაჭა მდიდარია ტყით, საძოვრებით და მანერალური ბუდობებით.

ბუნების სიმდიდრეთა შორის აქ ბუდობს: პირიტი, ქალკოპირატი, ბროლი და ლახუსტაკი.

მთის რაჭველები მისდევენ მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას.

თესავენ შემდეგ პურეულს: დოლა პურს, ხულუგოს (უწვერო), დიკას და ქერს. სხვა ჯიშის ხორბალი და სიმინდი ადრიანი და ხანგრძლივი ზამთრის გამო აქ არ გვარობს.

ამ ბოლო ხანებში ხელი მიუყვიათ კარტოფილის მოყვანისათვის, რომელიც შედარებით კარგ მოსავალს იძლევა და დიდ დახმარებას უწევს ღარიბ მოსახლეობას.

რაჭველები ამასთანავე ეწევიან ფეხზე საქონლით ვაჭრობს. ზამთრის მოახლოებისას გლეხი, საზამთრო საკვების სიმცირის გამო, იალაღზე ნასუქ პირუტყვს მოგებით ჰყიდის, სამაგიეროდ, გაზაფხულზე ამავე ფულით ნაზამთრ საქონელს იაფად ყიდულობს.

სოფელში თითოეულ საგვარეულოს მისი ერთი უბანი უჭირავს, რომლის სახელსაც ეს უბანი ატარებს. გვარი შედგება რამდენიმე კომლისაგან. თითოეული კომლი ატარებს თავის განსაკუთრებულ სახელწოდებას, რომელიც დაკავშირებულია წინაპრისა თუ ოჯახის უხუცესი პაპის ან მამის სახელთან, ზოგჯერ წარმოშობის ადგილთან და სხვ.





4. ყოფის დამახასიათებელი რეალიები



ძველებურ დუროიან სახლში კერაა გამართული. კერაზე დაგებულია „ყვერბი“, რომელიც წარმოადგენს ბრტყელ ფილაქანს; თავთან მას მოყუდებული აქვს მოგრძო და შუაში ამოკვეთილი ქვა „ქვა-კერად“ წოდებული, რომლის ორივე თავზე ამოჭრილია სვასტიკა (მზის სიმბოლო).

მეორე კედელთან მოთავსებულია „არმანი“, რომელშიაც გამომცხვარ პურს და კერძს ინახავენ. არმანზე დგამენ ვარცლს. კედლებზე ჰკიდია ოჯახში სახმარი სხვადასხვა ჭურჭელი და წვრილმანი.

ორნამენტისა და მოჩუქურთმების მხრივ ძველი სკივრები გაცილებით უფრო მხატვრულადაა შესრულებული, ვიდრე შემდეგი დროისანი, რომელსაც ახასიათებს ორნამენტის სისადავესთან ერთად ამოჭრის დაბალი ტექნიკაც.

კოსტიუმი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: გრძელი და გვერდებჩაჭრილი პერანგი, რომელსაც ქვეშ იცვამენ. მასზე იცვამენ ფერად დაბამბულ საგულეს. საგულე პერანგზე უფრო მოკლეა.

ზემოდან იცვამენ ყუთმაჯიან „კაფთარას“ (კაბა), რომელიც თავისი ჭრილობით წააგავს ქართულ ყუთმაჯიან მამაკაცის კაბას.



5. ხალხური ჩვეულებანი



ადამიანის არსებობის მთავარი მომენტი, ხალხურ რწმენაში, დაკავშირებული მრავალგვარ ცრუმორწმუნეობასთან.

მთის რაჭაში ორსული ქალები ყოველგვარ უსიამოვნებას გაურბის, მას განსაკუთრებით წყევლისა ეშინია. ფეხმძიმე ქალი ზოგიერთ საჭმელს არ ჭამს და პირუტყვის დაკვლასაც ვერ ესწრება. მელოგინეს მიწაზე დაგებულ ჩალაზე ან თივაზე აწვენენ. მას ბებია ქალი უვლის, რომელიც იმავე დროს სხვადასხვა ჯადოქრობით და შელოცვებით ცდილობს მშობიარობის შემსუბუქებას. მელოგინეს ბალიშის ქვეშ ხანჯალს ამოუდებენ, რომ დაიფაროს ავსულებისაგან. ქმარი მას ჩოხის კალთით მოტანილ წყალს დაალევინებს. შემდეგ სახვნელს (სახნისს) სამჯერ დაშლის და ისე ააწყობს, დასასრულ იმ სახლში შემოდის და მშობიარეს სამჯერ გადაალაჯებს. თუ მშობიარე ძნელად არის, მაშინ მას ასმევენ „დათვის კუდას“ (ამ ბალახის დანაყილ შავ მარცვლებს წყალში ხსნიან). ეძახიან, ვისაც გველ-ბაყაყი გაუშორებია და დახმარებას სთხოვენ. ის მიდის წისქვილში, წყალს გადაუდგებს და იტყვის: „წისქვილს წყალი გადამიგდია, გველ-ბაყაყი გამიყრია, დედა-შვილიც გამიყრიაო“ (სამჯერ) და გამობრუნებისას მელოგინესთან შეივლის.





                              ხალხური რწმენა



ახალ წელიწადს მთის რაჭველი დიდის მოწიწებით ეგებება, რომლისაგან ის მოელის თავის წლიური სურვილების განაღდებას. ახალწლის წინა დღით თითოეული გლეხი ოჯახში ერთ მარხილ შეშას მოიტანს. ამ მარხილზე დებენ ჩიჩილაკს, „ნეკერს“ (თხილის ბიბილო) და „თომს“ (ფეხის თივა). ამავე დღეს საახალწლო ღორს კლავენ, ვისაც ღორი არა ჰყავს, „ნებიერს“ (ნასუქი მოზვერი). ღამე აცხობენ საახალწლო ბაჭულებს, მათში ერთს ძველი წლისათვის. აგრეთვე აცხობენ ადამიანის სახის კაცა-ბასილას და ერთ დიდ პურს „კერია-ბერიად“ წოდებულს, რომელიც პატარა რკალებითაა დაჭრელებული. ამ ნამცხვრებს ოჯახს მეკვლე, „მაკვარიელი“ ცხრილზე დაალაგებს, გვერდში საზედაშედ ერთ ბოთლ ღვინოს მოუდგამს და ბეღელში შეინახავს.

მამლის ყივილისას მეკვლე დგება და ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გადის და მარხილზე დაწყობილ ნეკერს, თომს და ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. აქ ცხრილს აიღებს და ყველა ამით უკანვე სახლში შემობრუნდება. აიღებს „კერია-ბეთიას“ პურს და საფუარზე დადებს, აბრუნებს მას მარჯვნივ და ხმამაღლა მეტყველებს: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეს ღმერთი, დიამც მოგივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ღვინიანობის, პურიანობის, საქონლის გამრავლების... ღმერთო, ბედნიერი წელიწადი მოგვიბრუნეო“. ბოლოს ხმის აწევით დაიძახებს: „მრავალი ახალი წელიწადი გაგითენოთ ღმერთმან“. ამაზე ოჯახი უპასუხებს: „შენც მრავალი ახალი წელიწადი გაგითენოს ღმერთმანო“.

სალოცავების მეორე ჯგუფი დაკავშირებულია გლეხის მეურნეობის ერთ მნიშვნელოვან დარგთან—მესაქონლეობასთან.

ყველიერის წინა შაბათს აქ იციან „ბოსლობა“. აცხობენ კაცის სულზე ბაჭულებს. შეღამებისას უფროსი აიღებს ორ ბაჭულს, კვერცხებს და ბოსლისაკენ გაემართება, თან მხოლოდ ვაჟებს წაიყვანს. ბიჭები ერთმანეთს ზურგზე შეასხდებიან და საქონლის ხმაზე ბღავიან, თან ხშირად იძახიან: „ბოსელ, ბოსელ, ბუ!“ შევლენ ბოსელში დაბმულ პირუტყვს სამჯერ შემოუვლიან და იტყვიან: „დათვი მჭლე და შენ სუქანი, გაზაფხულზე გასვინტრიკდი“ (გასუქდი). შემდეგ თვალს იხუჭავენ და კვერცხს ბაგაში   მალავენ, ვინც იპოვის, ის ბედნიერი იქნებაო. აქვე შეექცევიან ბაჭულებს და თან ლოცულობენ: „ანგელოზო, საქონლისაო“. ბოსლიდან გამობრუნებისას პირველად სახლის კარებს მიადგებიან,   რომელსაც დიასახლისი შიგნიდანვე ჩაკეტავს. მამასახლისი იტყვის: „კარი რკინისაო“ (სამჯერ), დიასახლისი უპასუხებს: „არა მეუფისაო“ და გაიმართება ასეთი კითხვა-პასუხი:



დიასახლისი

ხარებმა რა შემოსთვალეს?



ძროხებმა რა შემოსთვალეს?



ცხენებმა რა შემოსთვალეს?

ცვრებმა რა შემოსთვალეს?

თხებმა რა შემოსთვალეს?

ღორებმა რა შემოსთვალეს?

კაცებმა რა შემოსთვალეს?

ქალებმა რა შემოსთვალეს?

ყანებმა რა შემოსთვალეს?

ქათმებმა რა შემოსთვალეს?



მამასახლისი



სახვნელი უღელი დაგვიმზადეთო.

სახბორე დაამზადეთო და ჩვენ მზად ვართო.

საჯინიბე დაგვიმზადეთო.

საკრავე დაამზადეთო და ჩვენ მზად ვართო.

სათიკნე დაგვიმზადეთო.

საღორე დაგვიმზადეთო.

თოფ-იარაღი დაგვიმზადეთო.

აკვნები დაგვიმზადეთო.

ბეღლები დაგვიმზადეთო.

საწიწილე დაგვიმზადეთო.



რაც შეეხება ქრისტიანულ ძეგლებს,   მთის რაჭა შედარებით ღარიბია. ამ მხრივ საყურადღებოა სოფ. გლოლა, სადაც ბოყოსა და ჭანჭახის წყლის შუა აღმართულია ერთი ბორცვი „ზედქალაქად“ წოდებული, რომლის მწვერვალიდან დღესაც გადმოიბურებიან ძველი ეკლესიისა და მისი ციხე-გალავნის ნანგრევები. ამ ეკლესიის მხოლო სამი კედელია დაცული და ხალხური გადმოცემით ის აშენებული ყოფილა თამარ მეფის მიერ მიქელ-გაბრიელის სახელობაზე“. ამ მიქელ-გაბიელის ეკლესიის ნანგრევებზე გლოლელები „ჯვარობას იხდიან“. აქ წესად აქვთ, თუ ოჯახში ვინმე მძიმე ავად გახდება, მას უღელ ხარს შემოავლებენ და ამ ხარებს მიქელ-გაბრიელის ნანგრევზე აიყვანენ. ავადმყოფის პატრონს თითქმის მთელი სოფელი აყვება და აქ ყველანი მუხლმოყრით ევედრებიან მიქელ-გაბრიელის ავადმყოფის განკურნებას, რასაც აქ ჯვარობას უწოდებენ. თუ ჯვარობის შემდეგ ავადმყოფი განიკურნა, ერთ ხარს, მადლობის ნიშნად, დაკლავენ და ხორცს სოფელს გაუნაწილებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხარს ამუშავებენ.

 
 
 
 

 
 
 
 
ესეც რაჭაა....

 
 
 
 
                                            ***********
  წერილობითი წყაროების მიხედვით, რაჭის პირველი ერისთავი იყო რატი ბაღვაშთა საგვარეულოდან. რატის შემდეგ რაჭის ერისთავი იყო მისი ძე კახაბერი. მისი სახელიდან მოდის გვარსახელი კახაბერისძე, რომელსაც შუა ფეოდალურ ხანაში ატარებდა რაჭის საერისთაოს განმგებელი ბაღვაშთა შტო. რაჭის საერისთავო ერთიან საქართველოს სამეფოში მნიშვნელოვან ერთეულს წარმოადგენდა. მისი ერისთავები დიდ როლს თამაშობდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. X-XIII საუკუნეებში რაჭის საერისთავოს ჩრდილოეთით სვანეთის საერისთავო ესაზღვრებოდა. მათი გამყოფი იყო ლეჩხუმის ქედი. კავკასიონის მთავარ ქედამდე რაჭის საერისთავო მდ. ჭანჭახის სათავეებამდე აღწევდა. სამხრეთით რაჭის ქედი ესაზღვრებოდა, დასავლეთით თაკვერიდან მას გამოყოფდა გუელისთავის ქედი (ლაბეჭინის სერი), ხოლო უშუალოდ მდ. რიონის ხეობაში - ის ვიწროები, რომლებიც სოფ. ალპანის სამხრეთით იქყება. მდ. ჯეჯორის აუზში საზღვრები დაღვერილას ქედამდე აღწევდა. ამ ქედის ჩრდილოეთით მხარე კუდარო იყო.

X-XIII საუკუნეებში რაჭის ერისთავები მეფის მოხელეებს წარმოადგენდნენ, მათ ევალებოდათ საერისთავოში სამეფო გადასახადების აკრეფა, ლაშქრის გამოყვანა და წინამძღოლობა. ამ პერიოდში რაჭის ერისთავთა მთავარი რეზიდენცია მინდაციხე იყო. დიდი ციხე-დარბაზი იყო კვარის ციხეც.

X-XIII საუკუნეებში რაჭის საერისთავო დაყოფილი იყო ცალკეულ ხევებად, რომლებიც ერთ ან რამდენიმე სოფელს აერთიანებდნენ. ხევში გლეხებთან ერთად ხევის აზნაურებიც შედიოდნენ. თითოეულ ხევს ჰქონდა თავისი სამლოცველი, რომლის მთავარ დღეობაზე მთელი ხევის მოსახლეობა იყრიდა თავს. X-XIII საუკუნეებში რაჭის საერისთავოში ქართული ხელოვნების მრავალი ძეგლი ააგეს (პატარა ონის, მთის წმ. გიორგის, კრიხის საყდრები, ნიკორწმინდის ტაძარი და სხვა).

XIII საუკუნის 80-იან წლებში დავით VI ნარინმა გააუქმა რაჭის საერისთავო და სახასო მამულად აქცია. კახაბერისძეთა საგვარეულო, როგორც ჩანს, ამოწყდა.

XIV საუკუნის 30-იან წლებში გიორგი V ბრწყინვალემ საქართველოს ერთიანობა არადგინა და რაჭა მის შემადგენლობაში შევიდა. შემდეგში საქართველოს მეფეებმა რაჭის საერისთავო ისევ აღადგინეს. თავდაპირველად რაჭის ერისთავთა ტიტულს ჭარელიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები ატარებდნენ, ხოლო დაახლოებით 1488-იდან - ჩხეტიძეები. XV საუკუნის II ნახევარში, საქართველო სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, რაჭის საერისთავო იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. დაახლოებით ამ პერიოდში რაჭის საერისთავოს შემადგენლობაში შევიდა ძვ. სვანეთის საერისთავის ერთი ნაწილი - "მთიულეთი" (მდ. რიონისა და მდ. ცხენისწყლის სათავეებში). გვიანდელი შუა საუკუნეებში რაჭის საერისთავო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით უშუალოდ კავკასიონის მთავარ ქედს ებჯინებოდა. სვანეთიდან მას ლეჩხუმის ქედი მიჯნავდა,ლეჩხუმიდან - მდ. ასკისწყალი, ხოლო მდ. რიონის სამხრეთით - რაჭის წედი, რომელიც რაჭის საერისთავოს იმერეთისგან გამოყოფდა. გვიანდელი შუა საუკუნეებში მდ. ჯეჯორის ხეობაში საკუთრივ რაჭის საზღვრები დარვრილას ქედამდე აღწევდა. ამ მდინარის ზემოთში მდებარე კუდარო ემორჩილებოდა. თავდაპირველად კუდარო ქართველებით იყო დასახლებული. XV-XVII საუკუნეებში მათი ადგილი დვალეთიდან გადმოსულმა ოსებმა დაიკავეს. XVI საუკუნის 30.იან წლებში იმერეთის მეფემ ბაგრატ III-მ რაჭის ერისთავებს მინდაციხე-დარბაზი გადასცა და იმერეთის სამეფოს ახლად შექმნილი სადროშოების მესამე - რაჭის სადროშოს - სარდლობა ჩააბარა. რაჭის ერისთავებს საკუთარი სათავადო ჰწონდათ, რომელიც თავდაპირველად მდ. ლუხუნის ხეობას, სოფ. წესსა და მდ. რიონის ხეობის ერთ ნაწილს მოიცავდა. რაჭის ერისთავთა მთავარი რეზიდენცია გახდა მინდაციხე და სასახლე სოფ. წესში. იქვე იდგა ერისთავთა საგვარეულო ეკლესია-ბარაკონი. XV საუკუნეში რაჭის საერისთავოს აზნაურები იყვნენ ჭარელიძეები, ბაქრაძეები, კოტრიძეები, ჯაფარიძეები, ლაშხიშვილები და გარაყანიძეები. მომდევნო ხანაში ჭარელიძეები, კოტრიძეები გადაშენდნენ. გარაყინიძეებმა და ლაშხიშვილებმა რაჭა დატოვეს. ჯაფარიძეებმა თავიანთი სათავადო ჩამოაყალიბეს. XVI-XVII საუკუნეებში შეიქმნა წულუკიძეების, იაშვილებისა და ყიფიანების სათავადოები.

XV-XVII საუკუნეებში რაჭის საერისთავოში იმერეთის მეფეები ფლობდნენ ყმა-მამულს, მათვე ეკუთვნოდათ ხოტევისა და კვარის ციხეები, სოფ. ნიკორწმინდა. საზაფხულო რეზიდენცია იყო სოფ. შაორი, სოფ. ამბროლაური. იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც სამეფოში ფეოდალური ანარქია სუფევდა, რაჭის ერისთავეები შინაომების აქტიური მონაწილეები და ხშირად ინიციატორებიც იყვნენ. მათ, სურდათ გაეფართოებინათ თავიანთი სათავადოები, თავი დაეღწიათ იმერეთის მეფის მოხელეობისაგან და საერისთავო დამოუკიდებელ სამთავროდ ექციათ. თავდაპირველად ერისთავმა შოშიტა II-მ იმერეთში გაჩაღებულ შინაომში კანონიერ მეფეს ბაგრატ IV-ს დაუჭირა მხარი. 1678 შოშიტა დაეხმარა არჩილ II-ს იმერეთის სამეფო ტახტის დაკავებაში. ბაგრატ IV-ს თურქები დაეხმარნენ და არჩილი ტახტიდან გადააყენეს. 1679 თურქები პირველად შეესივნენ რაჭას და სასტიკად ააოხრეს. რაჭის ერისთავებს არჩილის რუსეთში წასვლის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ ბრძოლა იმერეთის ხელისუფლებასთან. ერისთავმა შოშიტა III-მ კარგი ურთიერთობა დაამყარა ქართლის მეფეებთან, განსაკუთრებით ვახტანგ VI-თან. თავდაპირველად რაჭის ერისთავები საერისთავოს თავადებს ეყრდნობოდნენ იმერეთის სამეფო ხელისუფლებასთან ბრძოლაში. მოკავშირეებმა პირველ რიგში რაჭის საერისთავოში მეფის კუთვნილი ყმა-მამილი მიითვისეს: იაშვილებმა - კვარის ციხე, წულუკიძეებმა - ხოტევისა. სამეფო ყმა-მამულის დიდი ნაწილი კი რაჭის ერისთავების ხელში გადავიდა. მათვე დაიმორჩილეს რაჭის აზნაურთა დიდი ნაწილი, ზოგიც საერისთავოს ტერიტორიიდან გააძევეს. როსტომ რაჭის ერისთავის დროს რაჭის საერისთავო ფაქტობრივად დამოუკიდებელ სამთავროს წარმოადგენდა, მაგრამ იმერეთის მეფე სოლომონ I-მა 1769 წლის II ნახევარში როსტომი ოჯახიანად შეიპყრო, ხოლო რაჭის საერისთავო გააუქმა. 1784 რაჭის საერისთავო იმერეთის მეფემ დავით გიორგის ძემ აღადგინა. მეფის გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა კაცია II დადიანმა. მეფემ ერისთავობა ერთ-ერთ თავის დისწულს ანტონს უბოძა. ამით უკმაყოფილო წულუკიძეებისა და წერეთლების გამოსვლა მარცხით დამთავრდა. 1785 იმერეთის მეფემ რაჭის ერისთავად ანტონის ნაცვლად მისი მამა, გიორგი როსტომის ძე, დასვა. ბერი წულუკიძე და პაპუნა წერეთელი ახალციხეში გაიქცნენ და 1786 იანვარში 500 ლეკისა და 1000 თურქისაგან შემდგარი ლაშქრით რაჭაში შეიჭრნენ. იმერეთის მეფემ ოდიშის ლაშქარი მოიშველია და რაჭაში ილაშქრა. გადამწყვეტ ბრძოლაში 1786 წლის 26 იანვარს სოფ. სხვავასთან დავით გიორგის ძემ გაიმარჯვა, 1787 წელს გიორგი რაჭის ერისთავი ბრძოლაში დაიღუპა და მის ადგილას დავით გიორგის ძემ კვლავ ანტონ გიორგის ძე დასვა. 1789 იმერეთში გამეფდა სოლომონ II, რომელმაც საბოლოოდ გააუქმა რაჭის საერისთავო.

რაჭის ერისთავები:
კახაბერისძეთა დინასტია

* რატი ბაგრატიონი (ადრ. მე-11 საუკ.)

* კახაბერ I (გ. 1088)
* ნიანია (1088-1120)

1120-1175 � უცნობი მთავრები

* კახაბერ II (1175-1210)

1210-1245 � უცნობი მთავრები

* კახაბერ III (1245-1278)

ჭარელიძეთა დინასტია

* აღბუღა (14??-14??)

* გიორგი I (14??-14??)

* ცაცი (14??-14??)

* ქველი (14??-14??)

* გიორგი II (14??-14??)

ჩხეტიძეთა დინასტია

* იონა (1465-1485)

* კახაბერ IV (1485-1510)

* ბედიანი (1510-1534)

* შოშიტა I (1534-1565)

* პაპუნა I (1651-1661)

* შოშიტა II (1661-1684)

* პაპუნა II (1684-1696)

* შოშიტა III (1696-1731)

* გრიგოლი (1731-1741)

* ვახტანგ (1741-1749)

* როსტომ (1749 - 1769)

ბაგრატიონთა დინასტია

* ანტონ (1784, პირველი მთავრობა)

* გიორგი III (1784-1787)

* ანტონ (1787-1789, მეორე მთავრობა)


რაჭა:
რაჭა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით - ქვემო სვანეთი, სამხრეთით - იმერეთი, აღმოსავლეთით - შიდა ქართლი, დასავლეთით - ლეჩხუმი.


თავიდან რაჭა თაკვერთან ერთად ქმნიდა თაკვერის საერისთავოს, რომედიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. შემდეგ ლეჩხუმთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში გაერთიანდა. ((X)) საუკუნის ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომლის პირველი ერისთავი რატი ბაღვაში იყო. მისი ძის, კახაბერის ძის სახელიდან მოდის რაჭის ერისთავების - კახაბერისძეთა გვარსახელი. XIII ს-ის 80-იან წლებში დავით ნარინმა გააუქმა საერისთავო და ეს ტერიტორია სამეფო მამულებად გამოაცხადა. შემდგომში საერისთავოს აღდგენის შემდეგ ერისთავის ტიტულს ჭარელიძეთა, უფრო მოგვიანებით კი ჩხეტიძეთა საგვარეულო ატარებდა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, რაჭის ტერიტორია ქმნიდა ჯერ ოკრუგს, შემდეგ - მაზრას.


ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემორაჭა და ქვემორაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ონისა და ამბროლაურის რაიონების ტერიტორიას.



ნუ პატარ-პატარა ყველა კუთხის სუფრის ადათ-წესები ვიცი და რაჭველებში ის მომწონს რომ სუფრის დამთავრებისას ერთ ლამაზ ლექსს ამბობენ ნუ არ ვიცი ეს ლექსი ფორუმელმა რაჭველებმა თუ იციან მაგრამ მაინც შემოგთავაზებთ:
შეგვეწიოს ყოვლად წმინდა
ხოტევი და ნიკორწმინდა
ზემო ბარი, ქვემო ბარი
სხვავა და კვირიკეწმინდა
ჩვენი მტერი და ორგული
დასყევლოს ტურა მელამა
ქრისტეს აღდგომა გვამცნობოს
წისქვილის სარეკელამა
მრავალძის წმინდა გიორგიმ
ველიეთ სულის ზენამა
თქვენი ოჯახი დალოცოს
სამთისის დიადემამა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი
მოდიოდა ფეხშიშველი
ღმერთმა ყველა გადღეგრძელოთ
სტუმარი და მასპინძელი!
გაიხარეთ რაჭველებო ყველანი მაგრა მიყვარხართ მაგრები ხართ


ცოტა ინფორმაცია რაჭველების ტრადიციებთან დაკავშირებით
დღეობები


ძველად სოფელში იმართებოდა დღეობები, სოგიერთი მათგანი დღესაც იმართება. დღესასწაულებს ღებში ეძახდნენ დღეაწველებს. ღების ერთ-ერთ უბანში, ნაყურში, იმართებოდა დღეაწველები. იყო შეჯიბრებები, ჭიდაობა, ხარების შეტაკება და სხვა...
დღესასწაულზე შეჯიბრებებების შემდეგ ჩაებმებოდნენ ფერხულში. ფერხული და სეირნობა თითქმის ყოველ კვირას ტარდებოდა. ნაყურიდან იწყებდნენ სეირნობას და ქალაქის ხიდამდე (დიდსა და პატარა ღების გამყოფი ხიდი) ჩადიოდნენ. ხოლო ფერხული იწყებოდა საროკავადან. ამ უბნის სახელიც როკვას უკავშირდება.



ბარბარობა

პირველად იმართებოდა ბარბარობა- მეკვლეობა. Eეს დღე უქმე იყო, ხარშავდნენ ხვარბალ (მარცვალ) სიმინდს, აცხობდნენ ბაჭულებს (ხაჭაპურებს) და განატეხს (დაჭრელებული ხაჭაპური).



შობა

შობის წინა დღეს სოფლის ბიჭები ჯგუფ- ჯგუფად ჩამოივლიდნენ ყველა სახლის კართან და ასრულებდნენ საშობაო საგალობელს:

შობა- შობა მარიობა,
შობის ახალ წელიწადი,
ჩვენ ხომ მათხოვრები არ ვართ.
ქრისტეს მახარობლები ვართ.
ჩიტი შემოჯდა ოლესა,
იძახის მარიობასა
ღმერთმა ყველა დაგვასწროს
აღდგომა �მარიობასა� და ა. შ. ...


დიდმარხვა


დიდმარხვის პირველი დღიდან გადმოითვლიდნენ ოთხ კვირას და �აღებას� ეძახდნენ. Pპირველი კვირა იყო �შხელის მარხვა�, რომელსაც იცავდნენ მხოლოდ გობეჯიშვილები.


შემდეგ კვირას ეწოდებოდა �ბოსლობა�. ამ დღეს ცხვებოდა ბაჭულები და იმართებოდა ცეკვა-თამაშები. შეღამებისას ოჯახის უფროსი ორი ბაჭულითა და კვერცხებით მიდიოდა ბოსელში და თან მხოლოდ ვაჟები მიჰყავდა. ბიჭები ერთმანეთს ზურგზე შეასხდებოდნენ, საქონლის ხმაზე ბღაოდნენ და თან ამბობდნენ: �ბოსელ, ბოსელ, ბუ�. შემდეგ ბოსელში დაბმულ საქონელს შემოუვლიდნენ სამჯერ და იტყოდნენ; �დათვი მჭლე და შენ მსუქანი, გაზაფხულზე გასტვრიკინდიო� (გასუქდიო). ბაჭულებს შეჭამდნენ და ლოცულობდნენ საქონლის სიმრავლისათვის. რიტუალის დასრულების შემდეგ კვერცხებს ბაგაში მალავდნენ, ვინც იპოვის, ბედნიერი იქნებაო. სახლში დაბრუნებული ოჯახის უფროსი სამჯერ აკაკუნებდა სახლის კარზე და ამბობდა; კარი რკინისაო; დიასახლისი შიგნიდან პასუხობდა: არა, მეუფისაო. რიტუალი სრულდებოდა საზეიმო ვახშმით.


�ბოსლობის� კვირაშივე, ხუთშაბათ საღამოდან, ერთ კვირის განმავლობაში, სრულდებოდა �პირ-რწყობის�, რიტუალი � სახად-ბატონების ბედზე. ამ რიტუალს ასრულებდნენ მხოლოდ ქალები. პარასკევობით მარხულობდნენ, დღის ბოლოს კი აცხობდნენ �ა რ ვ ა რ გ ი ე ბ ს�, ანუ სანამალეოს და მხოლოდ თავად ჭამდნენ (ეს იყო ხაჭაპური, რომელსაც ქალები უმალავდნენ მამაკაცებს, თან ატყუებდნენ, ეს არ ვარგაო. ამიტომაც ერქვა არვარგია, ანუ სანამალეო). შემდეგ იწყებოდა ერთკვირიანი მარხვის პერიოდი. მისი დასრულების შემდეგ ქალები კლავდნენ ქათმებს და ისევ მხოლოდ თავად შეექცეოდნენ.
                                                              RACHA   REGION  
RACHA   230 km from Tbilisi  
Racha region is continuously bordered by the Caucasus ridge from the north, lower Svaneti from North-west, Imereti from the south, and Samatchablo from thjavascript:if (validateForm()) { document.mainform.submit() }
OK e East. This region was inhabited since Early Stone Age. In ancient times some part of Racha-Lechkhumi belonged to Egrisi Kingdom. The overwhelming beauty of wide-spread humid subtropical mountain-forests and mountain meadow landscapes is open to the viewer. Over 200 various alpine and sub-alpine plant species can be found within its borders. Beautiful beech, oak, and pine forests and vineyards are spread over the entire region. This is the place where some of the most well-known Georgian red wines are produced. High mountains are studded with lakes and grottoes. Among the important cultural sites are: Nikortsminda (11th c), Sori church (14th c), Mravaldzali church of st. George (11-19th cc) Mindatsikhe (10-11th cc), Kvari fortress, Bugeuli(14-15th cc), Patara Oni(11th c), Labechini (12th c), medievals: Chiori Basilica, Barakoni, Khotevi Tsidro, Sori, Tsedisi fortrees, Toli, Khotevi, Khimbi, Khvanchkara, Kldisubani, and Ambrolauri.
                      WEATHER
  Alpine– like, relatively humid. Winters are snowy,   summers reasonably warm. Annual precipitation 1,000– 1,400 mm (60 mm in January, 120 mm in April, 120 mm in July, 120 mm in October). 40– 50 days with heavy rains per year. Ca. 150 days with snow cover. Mean temperature: January/– 8, April/5, July/14, October/8. Mean maximum temperature (July) /28 o C.

    This site is a spectacular upland area in the upper reaches of the largest river of western Georgia – Rioni (known in ancient times as Phasis). The area covers a range of landscapes, from coniferous mountain forest to alpine tundra. The area is rich with famous mineral waters. The area provides spectacular mountain landscapes in a sparsely settled province. A trip to the site will take at least 3 days (better 5– 7 days).


                            WILD BIRDS
  A common set of forest bird species – owls, woodpeckers, goshawk, peregrine falcon, common crossbill, wood– pigeon, stock dove, white– throated dipper, various warblers and other passerine birds, can be found. In subalpine and alpine areas, an important attraction is a community of large raptors: golden eagle, griffon vulture and lammergeier, endemic birds such as Caucasian black grouse, Caucasian snowcock and Caucasian chiffchaff.


                          WILD ANIMAN
  The site provides habitats for East Caucasian tur, chamois, and brown bear. Other mammals are roe deer, lynx, wildcat, wood and rock martens, and badger. One can occasionally meet endemic Caucasian mole, Pontic wood mouse, Shelkownikow’ s water shrew, and Promethe’ s vole. At small mountain brooks, one can watch endemic Caucasian mud– diver and Caucasian toad. In subalpine zones, endemic Dinnick’ s adder can occasionally be found. The area is covered by mostly coniferous forests dominated by eastern spruce and Nordmann’ s fir, with evergreen plants in the understory.

The area has an important summer vacation site, ShOVI,From mid– April through September.

                      DISTRICT ONI

    The district center Oni can be reached from Tbilisi by bus or minibus, which depart every day from Didube bus station in Tbilisi. The travel takes 6– 8 hours. Shovi can be reached by minibus or taxi from Oni. In the summertime, minibuses leaves once or twice a day from Tbilisi for Shovi directly. Travel by car takes around 6– 7 hours one– way. Wildlife attractions are reachable both by foot and by car.


                              SHOVI
  In Shovi, there is an inexpensive hotel (same facility also has cottages). One room has one to three beds. Price per person varies between 10– 30 lari/day. Accommodation with meals included is possible as well. Several restaurants and cafés are available along the main road.
                      ნიკორწმინდა

ნიკორწმინდის ტაძარი მდებარეობს რაჭაში, სოფელ ნიკორწმინდაში, მცირე შემაღლებაზე და თავს დაჰყურებს მთელ სოფელს. შენობა გარედან მოკლემკავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან ხუთაფსიდიანია. შინაგანი სივრცე შესამჩნევადაა დაგრძელებული. ფასადები შემოსილია ნათალი ქვით და დამუშავებულია უწყვეტი თაღებით.

ტაძარი აშენებულია 1010 - 1014 წლებში. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები შედარებით გვიანდელ პერიოდს ეკუთვნის. სამრეკლო XIX ს-ის მეორე ნახევარშია აგებული. 1534 წ. ტაძარი განუახლებია იმერეთის მეფე ბაგრატ III-ს. ტაძრის შიგნითა ფრესკებიც XVII საუკუნისაა. ტაძრის ორნამენტების სიუხვე, უშრეტი მრავალფეროვნება, შესრულების ძალიან მაღალი ხარისხი, ფრიად საინტერესო სკულპტურული დეკორი ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. ქრისტიანული სიუჟეტების გვერდით ბევრია ისეთი მოტივიც, რომლებიც ხალხურ წინარექრისტიანულ რწმენასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ნიკორწმინდის ფასადები და ეკვტერები, ჩუქურთმათა გარდა, მორთულია დიდებული რელიეფური ქანდაკებებით: აქ არის წმინდანთა გამოსახულებები, მრავალფიგურიანი სცენები ("ფერისცვალება", "მეორედ მოსვლა","ჯვრის ამაღლება" და სხვ.), რეალური და ფანტასტიკური ცხოველები. მაგრამ ეს ცალკეული დამოუკიდებელი სამკაულები კი არ არის, არამედ ერთი მთლიანი, წინასწარ გააზრებული პროგრამის შემადგენელი ნაწილებია. ქართულ ტაძართა სკულპტურული გაფორმება ნიკორწმინდაში მწვერვალს აღწევს. სწორედ ამიტომ უძღვნა დიდმა ქართველმა პოეტმა გალაქტიონმა "ქებათა ქება ნიკორწმინდას".
                                ლეგენდა 1.


მთის მოსახლეობა საქარველოში თავისუფალი იყო – არსებობდა თემი, რომელსაც ჰყავდა მამასახლისი. ლეგენდის თანახმად,   რაჭის აზნაურთა გაძლიერების შემდეგ ქვემო რაჭიდან ღებში წასულა სამი ბატონი – ა რ ი შ ი ძ ე, რომელთაც ღებელები ძალიან შეუვიწროვებიათ, თანაც იმდენად, რომ “პირველი ღამის” უფლებაც კი მოუპოვებიათ. თავისუფალი ღებელები ვერ შეურიგდნენ ბატონყმურ წყობას და გადაწყვიტეს ბატონთა განადგურება. ღებელთა შეთქმულებას მეთაურობდა ზვიად(ა) ლობჯანიძე. ხალხმა მოისყიდა არიშიძეთა მოურავი, გ ა გ ნ ი ძ ე , რომლის დახმარებითაც ნადირობიდან დაბრუნებული ორი ძმა არიშიძე მოკლეს. გადმოცემის თანახმად, მესამე ძმას ცხენით რიონზე გასვლა განუზრახავს. მას ქალი დასდევნებია და წყალში გაყვანა უთხოვია.ქალს დ ო დ უ კ ი რქმევია. არიშიძეს შემოუსვამს დოდუკი, მაგრამ ქალს ბატონი შუა წყალში ცხენიდან გადმოუთრევია და ორივე დაღუპულან. დოდუკის ანდერძად ჰქონია დაბარებული, არიშიძის მოკვლის შემდეგ ერთი ტაბლა (კვერი)   გამოეცხოთ მისთვის. ღებელები ამ ანდერძს დღემდე ასრულებენ _ ჭირისუფალი საკურთხის დამზადებისას ორ ტაბლას დოდუკის მოსახსენიებლადაც აცხობს.ეს ამბავი ღებელებს ასე გაულექსავთ:


“ პირველ საყმონი ვყოფილვართ,      
ორთა ძმათა არიშიძეთა
ნუ სწყალობს პირი ღვთისაო;
არ ნაზოგავან ქვრივ-ობოლთ,
ცოლებს ნართმევან ყმებსაო,
არ შინებიათ ცოდვისა,
არც ნაკითხავან ღმერთსაო.”


ფერხულის შესრულებისას ასე მღეროდნენ:


“არი არიშიძესაო,
ისარი ქარქაშს ძევსაო,
ბატონყმობა გადავარდა,
თავისუფლება ღებსაო.”


ზვიადა ლობჯანიძეს დახმარებია ვინმე გ უ ლ ი თ ა დ ი, რომელიც ამავე ლექსშია მოხსენიებული:


“შენი ჭირიმე ზვიადა,
რომ კლავში გერჩის ღონეო.
მოჰკალ უფროსი ბატონი,
მორევში გააგორეო.
შენი ჭირიმე, გულითად,
რომ კიდევ გერჩის ღონეო,
მოგვიკალ მტერი მოსისხლე,
სახელი მოიფონეო.
გამართეს ღებურთ მეჯლისი
ღვინო დალიეს ბევრიო,
გულითადიც ადღეგრძელეს
ქება შეასხეს ბევრიო.”
ამის შემდეგ ღებს ბატონი არა ჰყოლია.



                                  ლეგენდა 2.



დასავლეთით ღებს ქვემო სვანეთი ესაზღვრება. სვანები ხშირად გადმოდიოდნენ ღებში, აწიოკებდნენ სოფელს და ნადავლი მიჰქონდათ. განსაკუთრებული ავკაცობით გამოირჩეოდა ვინმე ჯ ა მ ა თ ა ჯაფარიძე, რომელიც გორიბოლოს (ადგილია ღებთან ახლოს) ხვდებოდა ჩრდილო კავკასიიდან მომავალ ღებელებს. ამ ადგილიდან კარგად ჩანს ღელე, სადაც ჯამათა ღებელებს აყაჩაღებდა. მას დღესაც ჯამათას ღელეს ეძახიან. ერთ-ერთ ღებელს შეუმჩნევია ჩასაფრებული ჯამათა თავისი რაზმით და ღებელებისთვის უცნობებია. გამართულა ბრძოლა და ღებელებს გაუმარჯვიათ. სოფელში ეს ამბავიც გაულექსავთ:


“შე საწყალო ჯამათაო,
ღები მოგდევს ჯარათაო,
ნაწყლში ტყვია დაგახალეს,
სისხლი გაგდის მღვარადაო.
ეს იმიტომ, ჯამათაო,
არ გაგვიშვი მგზავრადაო,
წაგვართმევდი ჩოხა -ნაბადს,
დაგვაგდებდი ვალადაო.
გორიბოლოში ჩავიდნენ,
ჯირითიც გაწაფესაო,
თევრეშოს რომ გამოვიდნენ,
აღლუმიც აუშვესაო.”



ლეგენდა 3.



მთის რაჭველებს   მტრობა ჰქონდათ ჩრდილოელ მეზობლებთან, კერძოდ, დ ი გ ო რ ე ლ ე ბ თ ა ნ   (ჩრდილო-აღმოსავლეთით). ლეგენდის თანახმად, სოფლიდან 10 კმ-ის მოშორებით, ყოფილა ციხე და კოშკი. ამ ადგილას დღესაც არის დიდი ქვა, რომელსაც ქვაციხურას ეძახიან. ციხეცა და ადგილიც სამ ძმას, ქვაციხელებს, ეკუთვნოდათ. ძმებიდან ერთ-ერთი, ი ვ ა ნ ე ქ ვ ა ც ი ხ ე ლ ი, განთქმული მონადირე და დიდი ვაჟკაცი ყოფილა. ივანეს შეუტყვია, რომ დიგორელები ღებზე თავდასხმას აპირებდნენ. ცხენზე ამხედრებულა და სათვალთვალოდ დიგორს წასულა. როცა კირტიშოდან გადმოსული დიგორელები დაუნახავს, ღებისკენ მობრუნებულა, კოშკზე ასულა და მთელი ხმით დაუძახია: “ღებელებო, მტერი ქვაციხესთან მოვიდა და ვინც მამაცი ხართ, პასუხი გაეცითო.” ღებელებს ეს ბრძოლა მოუგიათ და შემდეგ ლექსიც გამოუთქვამთ:


“დიგორსა დასხდნენ ვეზირნი
რჩეულნი ბადელუანი.
მთანი და მთათა ავწონოთ
სავალად კირტიშუანი.
ქვაციხეს რომ ჩამოვიდნენ,
გზანი დაუხვდათ წყლიანი;
წინ ივანე შეეფეთათ,
გამბედავი, ძალუანი.
ფიცხლავ შინისკენ გაბრუნდა,
ვით შევარდენი ფრთიანი.
ციხისა დუროს შეიჭრა,
მაღლა დაიწყო ხმიანი:
ვაჟებო, ფრთხილად იყავით,
საქმეა ღალატუანი.
დილა გათენდა მზიანი,
ლაშქარიც გახდა ხმიანი.
გაელაშქრენ საომრადა,
მტერს მისცეს დიდი ზიანი.
გამყრელიძესა აქებენ,
რომელს იესე ჰქვიანო,
ქართული ხმალი გატეხა,
სისხლი ყუასა სცხიანო.
ოსებსა ხოცვა დაუწყეს,
ჯირკვებივითა ჰყრიანო.
შამარეც აღარ აღირსეს,
ღორის ნათხარში ჰყრიანო.
გიჯობდა, ჯანხოტის შვილო,
არ ასტეხოდე ღებსაო,
გეჭამოს ოსის ქარჯინა,
გამოდგომოდე თხებსაო”.


დიგორელებთან ბრძოლის დროს ღებელებს ბალყარელებიც დასხმიან თავს. გამარჯვებულ ღებელებს ისინიც დაუმარცხებიათ. თურმე დახოცილ თათრებს ყურებს ჭრიდნენ და სოფლის მოედანზე ყრიდნენ. ამ ადგილს დღესაც ნაყურს ეძახიან.


ივანე ქვაციხელი ამ ბრძოლის შემდეგ მალე მომკვდარა. ამასთან დაკავშირებით,არსებობს ასეთი გადმოცემა: შემოდგომაზე ივანე სანადიროდ წასულა და ერთგული ძაღლი, ყურშაც, წაუყვანია. კლდის წვერზე ჯიხვები შეუნიშნავს, მაგრამ ვერ ასულა. შემდეგ თოვლის გუნდები გაუკეთებია, წყლით დაუსველებია და კლდისთვის კიბედ მიუდგამს. ასე ასულა ზემოთ და ჯიხვებიც დაუხოცავს. ღამე იქვე, გამოქვაბულში, გაუთევია, ნანადირევი კი ძირს ჩაუყრია. მეორე დღეს თოვლის კიბე მზეს დაუდვნია, საგზალიც აღარ დარჩენია და ბოლოს თავისი საყვარელი ყურშას შეჭმა განუზრახავს:


შავო ყურშაო, ყურშაო,
შავო და შავი დღისაო,
შავს დღეზე დაბადებულო,
შენ, შავის პატრონისაო.
ორივ შიმშილმა შეგვბნიდა,
გზა არსადა გვაქვს სავალი,
უნდა შეგჭამო, ყურშაო,
მეტი არ არის წამალი.”


ყურშა დაუკლავს, ცეცხლიც დაუნთია, მაგრამ ხორცი ვეღარ უჭამია. ამასობაში ივანეს ძმებს ნანადირევით მიუგნიათ იმ კლდისთვის, რომელზედაც ივანე იყო. ძმებს, ბევრი ცდის მიუხედავად, ვერ ჩამოუყვანიათ ივანე კლდიდან. ბოლოს მისი საცოლე მიუყვანიათ. ქალს ასე დაუძახია:


ივანე, მას არ იტყოდი,
კლდეში არ მეშინიანო?
რად ვერ ჩამოხვალ, ვაჟკაცო,
სირცხვილის არ გრცხვენიანო?”


ამ სიტყვებზე ივანე კლდიდან გადმომხტარა, ერთი დიდი ქვაც გადმოჰყოლია, ზედ დაცემია და მოუკლავს. აქ სრულდება ივანე ქვაციხელის ამბავი.