Piczo

Log in!
Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.

Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
Ok, I got it
<
თავდაცვის მინისტრის ხედვა 2007 წლისათვის

              მიზანი
მინისტრის ხედვა წარმოადგენს ზოგად სახელმძღვანელოს თავდაცვის სამინისტროს, გაერთიანებული შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის ეროვნული უსაფრთხოების დაცვისა და მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისთვის. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია თუ რა ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე უნდა იქნას მიმართული ერთობლივი ძალისხმევა, რათა განხორციელდეს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის (თსმ) რეკომენდაციები. მნიშვნელოვანია აგრეთვე, ბოლო ორი წლის განმავლობაში შემუშავებული კონცეფციების განხორციელება და ინსტიტუციონალიზაცია.
ხედვაში ჩამოყალიბებული მიზნები და ამოცანები სრულ შესაბამისობაშია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასა და ეროვნულ სამხედრო სტრატეგიასთან. დოკუმენტი განკუთვნილია ფართო განხილვისათვის, როგორც თავდაცვის უწყების შიგნით, ისე მის გარეთ, რათა მკაფიოდ განისაზღვროს ის მნიშვნელოვანი ამოცანები, რომელთა შესრულება უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. თავდაცვის სამინისტროს საკუთარი წვლილი შეაქვს დემოკრატიული პრინციპების განვითარებაში.
საქართველოს შეიარაღებული ძალები და მისი შესაძლებლობები უნდა შეესაბამებოდეს მოსალოდნელ გამოწვევებსა და საფრთხეებს. სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა იყოს არსებული მოთხოვნილებების ადეკვატური, უნდა ითვალისწინებდეს ქვეყნის შესაძლებლობებს და შეეძლოს არსებული რესურსების ეფექტურად გამოყენება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა (თსმ), რომლის საშუალებითაც ხორციელდება თავდაცვის სისტემისა და რესურსების მართვის, შეიარაღებული ძალების სტრუქტურისა და შესაძლებლობების რეალური შეფასება არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტური გამოყენებისათვის.
საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება, რომლებიც წარმატებით იმოქმედებენ დასავლეთის ქვეყნების სამხედრო ძალებთან ერთად. უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს გრძელვადიანი ინტერესები ეფუძნება კოლექტიური თავდაცვის ეფექტურ სისტემას.
2007 წელს საქართველოს დაგეგმილი აქვს განაგრძოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო და სტაბილურობის ოპერაციებში და ამით საკუთარი წვლილი შეიტანოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და მშვიდობის დამყარებაში. საქართველო გააგრძელებს და გაააქტიურებს საკუთარი წვლილის შეტანას გლობალური უსაფრთხოების წარმოებაში.
ეს დოკუმენტი ცვლის 2006 წლის მინისტრის ხედვას.

საქართველოს წინაშე არსებული ეროვნული საფრთხეები და რისკები
თავდაცვის სამინისტრო მუშაობის წარმართვისას ხელმძღვანელობს ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებით და რისკებით. საქართველოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესიის არსებობის ალბათობა მცირეა, თუმცა ქვეყანა დგას მრავალი სახის შიდა თუ გარე გამოწვევის წინაშე.
შიდა საფრთხეები:
• საქართველოს ტერიტორიაზე სეპარატისტული ძალების არსებობა;
• რუსეთის სამხედრო ძალების არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე;
• არასაკმარისი ენერგომომარაგება;
• ნარკოტიკული საშუალებებით, იარაღითა და ადამიანებით უკანონო ვაჭრობა;
• ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები.
გარე საფრთხეები:
• საერთაშორისო ტერორიზმი;
• დაძაბულობის შესაძლო გავრცელება ჩრდილოეთ კავკასიიდან;
• საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებები;
• მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება.
არსებული საფრთხეების გასანეიტრალებლად საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა გზებს მიმართავს:
• მშვიდობიანი, დიპლომატიური გზების გამოყენება არსებული სეპარატიზმის საკითხის გადასაწყვეტად და საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალების საბოლოდ გასაყვანად;
• სხვადასხვა სახის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერა რეგიონალური უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად;
• ნატოსა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის აქტიური პოლიტიკის გატარება.
სამხედრო სფეროში თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევა მიმართულია ნატოში გაწევრიანებასა და შედეგად, კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიის მიღებაზე. ამ მიზნის მიღწევამდე თავდაცვის დაგეგმვაში მთავარი აქცენტი გაკეთდება სამხედრო შესაძლებლობების განვითარებასა და შენარჩუნებაზე. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა (თსმ) შეიმუშავებს დეტალურ "საგზაო რუკას" თავდაცვის რესურსების რაციონალური განაწილების, შეიარაღებული ძალების ოპტიმალური სტრუქტურის, მოდერნიზაციისა და გეგმების ეფექტური განხორციელებისათვის. საქართველო ანგარიშს უწევს იმ გარემოებას, რომ მიუხედავად ძალისხმევისა შეუძლებელი იქნება ყველა საფრთხის გაუვნებელყოფა.
მიზნები და პრიორიტეტები
2007 წელს თავდაცვის სამინისტრო გააგრძელებს აუცილებელი ცვლილებების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს საიმედო თავდაცვით შესაძლებლობებს და ბრძოლისუნარიანი, მობილური, მდგრადი და საფრთხეების ფართო სპექტრთან ადაპტირებული ქვედანაყოფებისაგან შემდგარი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას. ეს არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომლის განსახორციელებლად აუცილებელია მიზნებისა და პრიორიტეტების ნათლად ჩამოყალიბება. შესაბამისად, ჩვენი ქმედებები მიმართული იქნება შემდეგი მიზნებისა და პრიორიტეტებისაკენ:
1 მიზანი. ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. საბოლოო მიზანი არის მაღალგანვითარებული, ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება, რომლებიც შეძლებენ ნატოს ეგიდით წარმართულ ოპერაციებში თავიანთი წვლილის შეტანას.
პრიორიტეტები:
ა. ნატოსთან თავსებადი მართვის სტრუქტურების შექმნა; დაგეგმვის, პროგრამირების და ბიუჯეტირების სისტემის (PPBS) დანერგვა და შედეგად, პროგრამებზე დაყრდნობით ტრანსპარენტული ბიუჯეტის შემუშავება;
ბ. ნატოსთან თავსებადობის გაუმჯობესება ერთობლივი სწავლებებისა და წვრთნების საშუალებით;
გ. საჰაერო სივრცის კონტროლის გაუმჯობესება ნატოსთან ASDE (Air Situation Data Exchange – საჰაერო სიტუაციის მონაცემთა გაცვლა) კავშირის გასაუმჯობესებლად;
დ. ნატოსთან ლოგისტიკური თავსებადობის გაუმჯობესება და "მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის" შესაძლებლობის განვითარება;
ე. პირველადი განსახილველი დოკუმენტისა (IDP) და პარტნიორობის.
მიზნების ვალდებულებების შესრულება.
2 მიზანი. თავდაცვის მართვის სისტემის გაუმჯობესება. ეს გულისხმობს არსებული ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსების ეფექტურ გამოყენებას, დაგეგმვისა და პროგრამების შემუშავების პროცესის გაუმჯობესებას და გადაწყვეტილებების ეფექტურ და სწრაფ განხორციელებას.
პრიორიტეტები:
ა. დაგეგმვის, პროგრამირების და ბიუჯეტირების სისტემის (PPBS) ეფექტური იმპლემენტაცია
• PPBS–ის ფარგლებში "გადაწყვეტილების მიმღები საბჭოსა" და "მართვის ჯგუფის" მუშაობის მექანიზმების დახვეწა და შედეგად, პროგრამების ეფექტური განხორციელება.
ბ. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დასრულება
• 2007-2015 წლების ძალთა სტრუქტურის ჩამოყალიბება საფრთხეებსა და გამოწვევებზე საპასუხოდ არსებული რესურსების გათვალისწინებით
გ. ადამიანური რესურსების და პერსონალის მართვის სისტემის განვითარება
• ეფექტური ადამიანური რესურსების მართვის სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება.
დ. შეიარაღებული ძალების მართვის სისტემის განვითარება
• ნატოსთან თავსებადობის გაუმჯობესება, რომელიც ძირითადად გულისხმობს შეიარაღებული ძალების საორგანიზაციო სტრუქტურაში სარდლობების და შტაბის ფუნქციების მკაფიო განსაზღვრას და დადგენილი ეროვნული შესაძლებლობების (niche capability) განვითარებას.
• ლოგისტიკის მართვის ფუნქციონალური სისტემის ჩამოყალიბების გაგრძელება
ე. რეზერვის წვრთნისა და სამობილიზაციო სისტემის განვითარება
• ტოტალური თავდაცვის რეზერვის სისტემის განვითარება;
• ეფექტური სამობილიზაციო სისტემის განვითარება;
• წვრთნების მართვის სისტემის ჩამოყალიბება.
ვ. პროფესიული სამხედრო განათლების და წვრთნების სისტემის განვითარება
• ოფიცერთა განათლების და წვრთნების პროგრამის შემდგომი განვითარება;
• სერჟანტთა განათლების და წვრთნების პროგრამის შემდგომი განვითარება.
ზ. საჯარო საინფორმაცო სისტემის გაუმჯობესება
• მასმედიასთან თანამშრომლობის გაგრძელება;
• არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობის გაგრძელება.
3 მიზანი. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლება. ეს პროცესი მოითხოვს შეიარაღებული ძალების საჭიროებისამებრ გაწვრთნასა და აღჭურვას, კვალიფიცირებული პერსონალის შენარჩუნებას და მათი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.
პრიორიტეტები:
ა. სამხედრო მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება
• გაგრძელდეს მუშაობა ფუნქციონალური გაერთიანებული შტაბის ჩამოსაყალიბებლად საჰაერო, საზღვაო და ეროვნული გვარდიის ოფიცრების მუდმივი წარმომადგენლობით;
• გაგრძელდეს ძალთა დაგეგმვის სისტემის შემუშავება და შეიარაღებული ძალების სტრუქტურასთან დაკავშირებით თსმ-ის დასკვნების განხორციელება;
• გაგრძელდეს C2 შესაძლებლობების ოპტიმიზაცია.
ბ. საქართველოს საზღვაო ძალების შესაძლებლობების განვითარება საზღვაო სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად
• სანაპირო დაცვასთან ეფექტური, ინტეგრირებული ოპერატიული შესაძლებლობების განვითარება საზღვაო კონტროლისა და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად;
• შავი ზღვის უსაფრთხოების თანამშრომლობაში მონაწილეობის გაგრძელება.
გ.საქართველოს საჰაერო ძალების შესაძლებლობების განვითარება საჰაერო სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად
• გაგრძელდეს საჰაერო სივრცის კონტროლისა (თვალთვალის) და მოხსენების შესაძლებლობების განვითარება ნატოს სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად.
დ. კონტრ-ტერორისტული შესაძლებლობების გაუმჯობესება
• გაგრძელდეს სამშვიდობო ოპერაციების მხარდაჭერა და შესაძლებლობების განვითარება ტერორიზმთან საბრძოლველად;
• გაგრძელდეს ნატოსა და კოალიციის ოპერაციების მხარდაჭერა;
• გაუმჯობესდეს საქართველოს ტერიტორიის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ძალთა გადაადგილებისა და შენარჩუნების შესაძლებლობა.
აღნიშნული ამოცანების განხორციელება საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმირების და რესტრუქტურიზაციის პროცესის გაგრძელებას მოითხოვს. ამასთანავე, უნდა შესრულდეს საერთაშორისო ვალდებულებები და მეზობელ სახელმწიფოებთან ნდობის განმტკიცებისკენ მიმართული რეგიონალური ინიციატივები. გარდა ამისა, საქართველო მზად უნდა იყოს სხვა გამოწვევებზე რეაგირებისათვის, მათ შორის, ქვეყნის სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდასაჭერად მასშტაბური კატასტროფების ან ნებისმიერი შიდა მადესტაბილიზებელი ძალების წინააღმდეგ ღონისძიებების განსახორციელებლად.
დასკვნა
ზემოაღნიშნული მიზნების და ამოცანების განხორციელება თავდაცვის სამინისტროს საშუალებას მისცემს შეასრულოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციით განსაზღვული მოთხოვნები. ამასთანავე, უზრუნველყოს სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება და საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური მიზნის – ნატოსთან სრული ინტეგრაციის განხორციელება. ყოველივე ეს თავისთავად ნიშნავს ეკონომიკურ კეთილდღეობას და ეროვნულ უსაფრთხოებას.