Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.
Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს შორის
I. მხარეები
ერთის მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მეორეს მხრივ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭო დებს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ.
II. მიზანი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატო-ში (ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია) ინტეგრაციის მიზნით აქტიურად ახორციელებს შესაბამის რეფორმებს. თავდაცვის სისტემის მოდერნიზებასა და სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების დონის ამაღლებასთან ერთად, რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების განვითარება და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება. თავდაცვის სისტემის რეფორმირების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთის მხრივ საზოგადოების მხარდაჭერა - რაც მისი ინფორმირებულობითა და რეფორმების გამჭვირვალობით მიიღწევა, მეორეს მხრივ, საზოგადოებაში არსებული ინტელექტუალური რესურსის ფართო გამოყენება - რაც სამოქალაქო სექტორსა და თავდაცვის სამინისტროს შორის ღია და კონსტრუქციული თანამშრომლობით მიიღწევა.
III. თანამშრომლობის სფერო
მემორანდუმის მიზნის მისაღწევად მხარეები აცხადებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული რეფორმა, თავდაცვის სფეროს დაფინანსება, სამხედრო სტრატეგიისა და სამხედრო დოქტრინის შემუშავება, სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვა, IPAP-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება და თავდაცვის რეფორმები.
IV. თანამშრომლობის მეთოდები
მემორანდუმის მიზნების მისაღწევად მხარეები თანხმდებიან თანამშრომლობის შემდეგ მეთოდებზე:
1. სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში აცხადებს მზადყოფნას, დახმარება გაუწიოს თავდაცვის სამინისტროს საექსპერტო რეფორმისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე, რაც გამოიხატება თავდაცვის სფეროსთვის ფუძემდებლურ დოკუმენტებზე მუშაობისას ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნასა და უკვე შემუშავებულ დოკუმენტებზე საექსპერტო დასკვნების მომზადებაში.
2. სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში აცხადებს მზადყოფნას სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის მყარი გარანტიების შექმნის მიზნით რეგულარულად მოახდინოს თავდაცვის სფეროს მონიტორინგი, ხოლო თავდაცვის სამინისტრო იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს მონიტორინგის შეუფერხებელ ჩატარებას.
3. თავდაცვის სფეროს რეფორმირების საკითში საზოგადოების სამართლიანი ინტერესიდან გამომდინარე მხარეები იღებენ ვალდებულებას რეფორმების გამჭვრივალეობისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით აქტიურად ითანამშრომლონ მრგვალი მაგიდის ფორმატში.
4. თავდაცვის სამინისტრო იღებს ვალდებულებას მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს სამოქალაქო საბჭოს თანამშრომლობის სფეროებისთვის მნიშვნელოვანი საჯარო ინფორმაცია.
IV. მემორანდუმის შეწყვეტის პირობები
მემორანდუმის შეწყვეტის შესახებ მხარემ წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარეს მემორანდუმის შეწყვეტის მიზეზები.