Piczo

Log in!
Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.

Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
Ok, I got it
BURN IT!
...გაისმა ტელეფონის ზარი. - გისმენთ! - გამარჯობათ! ნინიკოს თხოვეთ. - ნინიკო ვარ და რომელი ხარ? - მე? ვერ მიცანი? - ვერა. რომელი ხარ? - მე, მე იკა ვარ. - და მე რომ იკას არავის ვიცნობ? - უკვე იცნობ. - ეს თუ გაცნობაა? და რა გინდა? - შენი გაცნობა შეიძლება? - არა! - რატომ ასე გაბრაზებული ტონით? - აბა სხვა რა გინდა? მითხარი ვინ მოგცა ჩემი ტელეფონის ნომერი? - ვინდა ღმერთმა გამომიგზავნა. - აუ ნახვამდის რა და აღარ დარეკო. დაუკიდა ყურმილი ნინომ. ... წავიდა ნინო ინსტიტუტში და სულ იმ უცნაურ ზარზე ფიქრობდა, მაგრამ არ ნერვიულობდა. დამთავრდა ლექციები და ნინო სახლში უნდა წასულიყო, რომ მობილურზე ესემესი მოვიდა - " ნინო ძალიან მიყვარხარ და გუშინ რატომ გათიშე ტელეფონი" ? ესემესი დაფარული ნომრით იყო გამოგზავნილი და ნინომ ვერ გაიგო ვინ გამოაგზავნა. ამ ესემესს კიდევ მოჰყვა ესემესი - " აბა მიმოიხედე იქნებ დამინახო" . ნინომ მიიხედ-მოიხედა, მაგრამ იქ იმდენი ხალხი იყო, ვერაფერი გაარჩია და სახლში წავიდა დაფიქრებული. ... დრო გადიოდა და ნინო ისევ ღებულობდა მესიჯებს, რომელშიც ვიღაც იკა სიყვარულს ეფიცებოდა, მაგრამ ნინოს ვერ გაეგო ვინ იყო. ერთხელაც ინსტიტუტში მისულმა კართან ვიღაც დაინახა, რომელიც მას უყურებდა და მისვლისთანავე გამოელაპარაკა. - შენ ხარ ნინი? - კი მე ვარ და რა გნებავთ? - მე ერთმა ადამიანმა წერილი გამომატანა თქვენთან. - და ხომ ვერ მეტყვით ვინ არის ის ადამიანი? - მაგას ვერ გეტყვით. - კარგით მაშინ წერილი მომეცით. ნინომ წერილი გამოართვა - " გამარჯობა სიყვარულო. მე უცნობი თაყვანისმცემელი ვარ, რომელსაც ასე უყვარხარ და ასე უნდა შენს გვერდით ყოფნა, მაგრამ არ იცის შენი გული როგორ მიიღებს ამას. ამიტომ მინდა, რომ მოხვიდე ლექციების შემდეგ უნივერსიტეტის ბაღში და ერთხელ და სამუდამოდ გაიგო ვინ ვარ" . ნინიკო არ აპირებდა წასვლას, მაგრამ მერე, ლექციები რომ დამთავრდა, თავის საუკეთესო მეგობარს, ნიკუშას კითხა რჩევა, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. - ნიკუშ რა ვქნა? შევხვდე იმ უცნობს? - ეგ შენი გადასაწყვეტია, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაარკვიო სიტუაცია. ნინიკო დაფიქრდა და მიხვდა, რომ უნდა წასულიყო შეხვედრაზე, ამიტომ ლექციების მერე უნივერსიტეტში დარჩა და რამოდენიმე ხნის შემდეგ ბაღში გავიდა. ნინი ირგვლივ იხედებოდა, მაგრამ ბაღში არავინ იყო. შემდეგ დაინახა სკამზე დადებული წერილი და ზედ ვარდი. ნინი სკამზე ჩამოჯდა და წერილი აიღო. შიგ ეწერა- " არ მინდა, რომ ჩემით იმედი გაგიცრუო და ამიტომ ისევ ფარულად ვამჯობინებ დარჩენას. ძალიან გთხოვ, არ გეწყინოს. მე მხოლოდ შენი ბედნიერება მინდა და ამიტომ ვამჯობინებ უცნობად ყოფნას. ამიტომ გიყურებ ისევ შორიდან და დავტკბები შენი ცქერით, სანამ იმის დრო არ მოვა, რომ ყველაფერი გითხრა. მიყვარხარ უზომოდ" . ნინიკომ მთლად გააფრინა, ვერ გაეგო ეს ადამიანი ვინ იყო და ამ დღიდან სულ იმ უცნობზე ფიქრობდა, თავიდან ვერ იგდებდა, სულ მისი წერილები ედგა თვალწინ. უცნობი უმესიჯებდა და ისევ უტოვებდა წერილებს, მაგრამ ნინიკო ვერაფერს ხვდებოდა. მისი მეგობრების გარდა ეს ამბავი არავინ იცოდა, ამიტომ ყოველთვის, როცა მათთან ერთად იყო მასზე ლაპარაკობდნენ. ერთხელ, როცა თავის სახლში მისი ერთ-ერთი დაქალი ანი და ნიკუშა იყვნენ ისევ ამ უცნობზე ჩამოვარდა საუბარი. ნინიკო სასუსნავის ამოსატანად გავიდა და სანამ ის ოთახში შემოვიდოდა მისი დაქალი ანო ნიკუშას რაღაცას ეუბნებოდა. - მიკა უთხარი რაც იცი, უფრო გაიგებს და არც ასე დაიტანჯება. - არ შემიძლია არა - უარი უთხრა ნიკამ. ამ დროს ოთახში ნინიკო შემოვიდა, ნიკას თვალებში ჩახედა და უთხრა: - ახლავე მითხარი, რაც იცი იმ ადამიანზე, ყველაფერი მითხარი, თორემ გავაფრენ. - ნინიკო მე არაფერი ვიცი. - ნუ მატყუებ. ყველაფერი კარგად გავიგე, ამიტომ დამალვას ნუ ეცდები. - ერთ ადამიანს უყვარხარ და თან მართლა გულწრფელად. შენს გამო ყველაფერს გააკეთებს და შენ არც კი ელი ვინ არის. მეტს ვერაფერს გეტყვი, ფიცს გავტეხ. ნინი გაოგნდა და უთხრა, რომ აღარ სურს სიმართლის თქმა, თუ ფიცის გატეხვაა საჭირო. ის მაინც გაარკვევდა ამას. გავიდა კიდევ ორი კვირა და ისევ ერთად იყვნენ ნიკუშა და ნინი უნივერსიტეტის ბაღში. ნიკუშა ვიღაცას ესემესს წერდა. ნინომ კითხა თუ ვის წერდა, ნიკუშამ უპასუხა, რომ მისი დეიდაშვილი უნდა ჩამოსულიყო მასთან და მას წერდა, რადგან აინტერესებდა ზუსტად როდის ჩამოვიდოდა. ამ დროს ნინის მოუვიდა ესემესი, ისევ უცნობისგან იყო - " უკვე აღარ შემიძლია, ალბათ მალე მოვკვდები შენთან რომ არ ვიყო. იმედია, გამიგებ რატომ გატყუებდი. არ მინდა, რომ იმედი გაგიცრუვდეს და ამიტომ ცოტა ხანი კიდევ ვიქნები დაფარულად". ნინი რაღაცას გრძნობდა უცნობის მიმართ და ძალიან ცუდად იყო. ერთხელაც, როცა ნიკუშა და ნინო მარტო იყვნენ უნივერსიტეტის ბაღში ნიკამ უთხრა: - შენ ვერ წარმოიდგენ როგორ ახლოს არის ეხლა უცნობი შენთან და როგორ გიყურებს. - ვინ არის მითხარი - ნინ მაგას ნუ მთხოვ, უბრალოდ მიენდე მას და მორჩა. ნინიკომ აქეთ-იქით დაიწყო თვალების ცეცება და იქ იმდენი ბიჭი იდგა, რომ ძნელი იყო გაერკვია თუ რომელი იყო ის უცნობი. ერთხელაც ნინიკოს კურსელებმა ერთ-ერთი სტუდენტის სახლში პატარა წვეულება გამართეს და ნინიკოც იქ იყო. ამ დროს ნინიკოს მობილურზე ესემესი მოვიდა - " ეზოში ჩამოდი და ყველაფერი მაშინ გაირკვევა. აღარ შემიძია დამალვა, მორჩა! მოვიდა დრო, როცა ყველაფერი უნდა გაირკვეს, ეზოში ჩამოდი. - ნინი. დაუძახა ამ დროს ანამ, რომელსაც სახეზე ფერი სულ დაკარგვოდა - რა გჭირს? ჰკითხა ნინიმ - არვიცი, ცუდად ვარ. - ნიკუშა სადაა? - მარვიცი არსად ჩანს. ამ დროს ნინომ სასწრაფოში დარეკა და სასწრაფოც მალე მოვიდა. - ანუკა გამოგყვები - არა, არ გინდა. შენ ის ნახე, ვისი ნახვაც ამდენი ხანია გინდა და ეს დროც მოვიდა. - შენ საიდან იცი, რომ უნდა ვნახო? - მე ყველაფერი ვიცი ნინი, ამიტომ დროს ნუ დაკარგავ. მე არაფერი მიჭირს, წადი ნახე, დრო არ დაკარგო. ნინიკო უკანმოუხედავად გავარდა. სახლთან , სადაც წვეულება იყო ეზოში ნიკუშა დაინახა, რომელიც სიგარეტს ეწეოდა. - ნიკუშ აქ ვინმე ხო არ ყოფილა? - ვინ უნდა ყოფილიყო? - იმ უცნობმა დამინიშნა შეხვედრა. - ააა... აი თურმე რას ამბობ - უკვე წავიდა? - არა, არ წასულა. უბრალოდ შენ ვერ ხედავ - ეს რას ნიშნავს? - შენ ვერ ხედავ იმ უცნობს, თორემ ის სულ შენთან არის. - ვერაფერი გავიგე ნიკუშ მითხარი რა სად არის? ნინიკომ შემოატრიალა ნიკუშა და თვალებში ჩახედა. - ნიკუშ სად არის? - ნინიკო ის შენს წინ დგას. ნინიკოს ენა ჩაუვარდა და გაოგნდა. - მე შენ მუდამ მიყვარდი და მეყვარები, მაგრამ მე არ ველი შენგან იგივეს და ამიტომ არ გეუბნებოდი. ნინიკო უკანმოუხედავად გაიქცა და არც ესმოდა რას ამბობდა ნიკუშა. ...სამი დღე გავიდა, ნინი სასწავლებელში არ წასულა. ბოლოს თავს ძლია და წავიდა უნივერსიტეტში. ამ სამიდღის განმავლობაში მობილურიც გამორთული ქონდა და უნივერსიტეტში შესვლამდე ჩართო. ნიკუშას 33 ესემესი დახვდა ამ სამი დღის განმავლობაში გამოგზავნილი და სულ ერთიდაიმავე შინაარსით- " მიყვარხარ ისე, როგორც ოცნებას უყვარს ფრენა და სანთელს ტირილი". 33-ჯერ. ნინიკო გაგიჟდა და უნივერსიტეტში შესვლა გადაიფიქრა, იქვე ბაღში დაჯდა და ფიქრი დაიწო. ფიქრობდა, თუ როგორ ყვარებია ნიკუშა ამდენი ხანი და ამას ვერც კი ხვდებოდა. უცებ ისევ მოვიდა ესემესი - " რასაც ველოდი მოხდა. არ მინდოდა იმედი გაგცრუებოდა და არც ის მინდა რომ დაიტანჯო, ამიტომ წავალ და აღარასოდეს გნახავ". ნინიკომ ტირილი დაიწყო და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოცვივდა. ამ დროს ვიღაცის ხმა გაიგო... - ნინიკო.... ნინიკომ გაიხედა, ბაღში ნიკუშა იდგა და ნინის უყურებდა. - ჩემს გამო ტირიხარ? იმის გამო, რომ მოგატყუე და იმედი გაგიცრუე? მე არ ვარ ცრემლების ღირსი. არ იტირო, თუ მართლა ჩემს გამო ტირიხარ. - არა ნიკუშ. მე იმიტომ კი არ ვტირივარ, რომ მომატყუე, არამედ ბედნიერებისაგან ვტირი. ეს ბედნიერება კი ის არის, რომ ვიპოვე ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრებაა მიყვარს, მაგრამ მხოლოდ ახლა მივხვდი ამას. ეს ადამიანი კი შენ ხარ ნიკუშ. ნიკუშა განცვიფრდა და გაგიჟებული მივარდა ნინიკოს, ჩაეხუტა და დიდხანს არ გაუშვა ხელი. ნინიკო ეხლაღა მიხვდა, თუ რატომ დაარწმუნა ნიკუშამ პირველად შეხვედროდა უცნობს, თუ ვის წერდა ესემესს იმ დღეს ბაღში, თუ ვისზე თქვა ისე ახლოსაა შენთანო... მიხვდა და უხაროდა, რომ მიაგნო იმას, რასაც ეძებდა და ბედნიერი იყო. ისინი კარგა ხანს იყვნენ ჩახუტებულები და ტკბებოდნენ ერთმანეთის სიახლოვით. მერე ერთმანეთს აკოცეს და ნიკუშამ უთხრა ნინის: - ნინ მაპატიებ ამ ტყუილს? - პირიქით, შენ უნდა მაპატიო ჩემი ეგოისტობა. - მიყვარხარ სიგიჟემდე - მეც მიყვარხარ მთელი არსებით